"რა­ღა­ცას მტე­ნი­ან, ყვე­ლამ იცის მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ" - რას ამბობს "კაწრო"

0
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი გუ­შინ გვი­ან ღა­მემ­დე კი­თხავ­დნენ ავთო ბი­ლა­ნიშ­ვილს იგი­ვე "კაწ­როს", რო­მელ­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს უკავ­ში­რე­ბენ. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლამ" მას­თან ინ­ტერ­ვიუ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ჩა­წე­რა. რო­გორც "კაწ­რო" ამ­ბობს, არც ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან, არც ე.წ. თეთ­რი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის ეპი­ზოდ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. მი­სი­ვე თქმით, შა­ქა­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო, როცა ახალ­გაზ­რდა და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. "არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ მაქვს არც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­თან, არც მო­ძა­ლა­დე­ებ­თან. არც ნაც­ნო­ბო­ბა მაქვს არა­ნა­ი­რი, შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბაც არ მა­კავ­ში­რებს. ვაფ­შე არ ვიც­ნობ. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი ამო­ი­ღეს, გა­ა­კე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს და დად­გინ­დე­ბა სად ვი­ყა­ვი, კონ­ტაქ­ტი ვის­თან მქონ­და და ა.შ. მი­ვე­ცი ჩვე­ნე­ბა, ისიც, სად ვარ და რას ვშვე­ბო­დი მაგ დღე­ებ­ში - ყვე­ლა­ფე­რი ამო­ღე­ბუ­ლია და ყვე­ლამ იცის, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ. ალი­ბიც მაქვს და სა­ერ­თოდ, ზა­რიც კი არ გა­მიშ­ვია არც ერ­თთან, არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია აბ­სო­ლუ­ტუ­რად. ნამ­დვი­ლად მინ­და აე­ხა­დოს ფარ­და და არ მქონ­დეს ეს ბინ­ძუ­რი ლაქა, შვი­ლი მყავს, ოჯა­ხი მყავს... ძა­ლი­ან მე­წყი­ნა ეგ ამ­ბა­ვი და მით უმე­ტეს, მე რომ რა­ღა­ცას მტე­ნი­ან, ყვე­ლამ იცის მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარ" - ამ­ბობს ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი "ფორ­მუ­ლას­თან" სა­უ­ბარ­ში. გა­მო­კი­თხუ­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ და­ი­ბა­რეს, რომ ნიკა გვა­რა­მი­ამ თქვა ასე: "ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­თა­გან არ­ცერ­თს არ იც­ნობს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არ აქვს მათ­თან შე­ხე­ბა და კონ­ტაქ­ტი. მან და­ამ­ტკი­ცა თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და იქ არ ყო­ფი­ლა. ის იმ­ყო­ფე­ბო­და უბან­ში. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან თავი შე­ი­კა­ვოთ. ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის ამ საქ­მე­ში მიკვრა, არის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის ფონი. დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცით ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი, ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ აბე­სა­ძემ. ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, იგი­ვე "კაწ­როს" კავ­შირ­ზე შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არხი" რამ­დე­ნი­მე დღეა სა­უბ­რობს. არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ში, სა­დაც ჩანს "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­დან" ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილს შეხ­ვედ­რა უც­ნობ პირ­თან, ეს პირი სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლია. წყარო: ამბები.ჯი
0