კარანტინი ახალი ინიციატივების მიზეზიც გახდა

0
„კარანტინი ახალი ინიციატივების მიზეზიც გახდა“ მარნეულში პანდემიისა და მკაცრი კარანტინის მიერ გამოწვეული მრავალი პრობლემისდა მიუხედავად, სასიამოვნო ინიციატივებს აქვს ადგილი. სპორტის დარგში არსებულ გენდერულ უთანასწორობას ახალგაზრდები მარნეულის სოფელ წითელსოფელში ეწინააღდეგებიან. სოფლის განვითარების ცენტრის თანადამაარსებელი არამ აკოფიანი ასევე სპორტულ ვარჯიშებსაც უძღება. სოფელს თავისი ფეხბურთის გუნდი და სპორტის დარგში მოღვაწე ახალგაზრდები ჰყავს. გუნში პანდემიამდე მხოლოდ ბიჭები ირიცხებოდნენ, დღეს კი გუნდს გოგოებიც შეუერთდნენ. არამ აკოფიანი გუნდის კაპიტანია, ის ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციიდან წამოვიდა ინიციატივა და მან ყველა რესურსი ჩადო იმისთვის, რომ გოგოებიც ყოფილიყვნენ ჩართული სოფლის სპორტულ ცხოვრებაში. „ბიჭებთან წლებია ვვარჯიშობთ. გუნდის წევრებს შევთავაზე, რომ ვარჯიშებზე დებიც წამოეყვანათ, რასაც სკეპტიკურად შეხვდნენ. მერე ტრენინგი ჩავუტარე და დისკუსიაც გვქონდა ამაზე. ნელ- ნელა მათ დებთან ერთად დაიწყეს სიარული. დროთა განმავლობაში კი გუნდი გოგოებითაც დაკომპლექტდა“- ამბობ არამ აკოფიანი. ზოგადად სოფლისთვის ამ სიახლემ დიდი დისკუსია გამოიწვია. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ნეგატიურად იყო განწყობილი და აღნიშნავნდნენ, რომ ფეხბურთი და სტადიონზე სიარული გოგოების საქმე არ იყო. თუმცა გოგოებმა თავისას მაინც მიაღწიეს და დღეს მკაცრი კარანტინის შემდგომ გოგოები განაგრძობენ ვარჯიშს. „გენდერული უთანასწორობის პრობლემა რა თქმა უნდა დღემდე არსებობს. კარანტინის დროსაც გავიგეთ არასასიამოვნო პრობლემები ოჯახში ძალადობის კუთხითაც. თუმცა ჩვენს სოფელში ქალების ჩართულობა კრიზისულ სიტუაციში კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალის ძალას და მნიშვნელოვან როლს. ახლა ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ სპორტშიც სავალდებულოა გოგოების ჩართულობა“-ამბობს არამ აკოფიანი. მარნეული მკაცრ საკარანტინო რეჟიმში 54 დღის განმავლოაბში იმყოფებოდა. რიგი პრობლემები და გამოწვევები დღემდე იჩენს თავს, მათ შორის ქალზე ძალადობის სხვადასხვა ფორმებიც. ახალგაზრდების მსგავსი აქტივობები კი, ერთგვარ პროტესტს წარმოადგენს გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ. ავტორი: შალალა ამირჯანოვა სტატია მომზადებულია პროექტ „Covid-19-ს ფონზე ოჯახური ძალადობის რისკების შემცირება/პრევენცია თვითიზოლაციაში მყოფი ქალებისთვის მარნეულში“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ფრეიას“ მიერ „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ფინანსური მხარდაჭერით ილუსტრაციის ავტორი: სოფია სტავროგინა
წყარო ; ფანჯარა
#მარნეული
#ქალთაუფლებები
#MarneuliDaily
#ახალიამბები
0