0
?Instagram-ში შესაძლოა like-ების მრიცხველი გაქრეს
#TechCloud
#TechCloudNews
#Instagram
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა დეველოპერმა Jane Manchum Wong-მა შეამჩნია მკაფიო ცვლილებები ინსტაგრის დიზაინში, რომელიც გაწერილია კოდში და ჯერ არ არის შესული ძალაში. Like-ბის მრიცხველი, რომელიც ამჟამად განთავსებულია ყველა ვიდეო და სურათის ქვევით შესაძლოა გაქრეს. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვის მოეწონა პოსტი ხილული იქნება მხოლოდ ავტორისთვის. "ამ მომენტისთვის ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ამ ფუნქციის ტესტირება, მაგრამ ჩვენ გამუდმებით ვეძებთ ახალ ხერხებს რომ გავუადვილოთ მომხმარებლებს Instagram-ის მოხმარება. ჩვენ გვსურს ჩვენი მომხმარებლები იყვნენ უფრო მეტად ფოკუსირებულები კონტენტზე, რომელსაც ისინი აზიარებენ და არა ლაიქების რაოდენობაზე, რომელსაც ისინი ღებულობენ." - განაცხადა Instagram-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. პორტალ Independent-ის მონაცემებით, like-ების მრიცხველი შესაძლოა Facebook-ის Feed-შიც გაქრეს. სხვა ფუნქციები რომელიც აღმოაჩინა Wong-მა არის: "დამატებითი რეალობის" ფილტრები კამერისთვის, სიმღერების ტექსტები, რომლის მიმაგრებაც Story-ში იქნება შესაძლებელი, საერთო(ჯგუფური) ვიდეოზარები, შესყიდვების კალათა მაღაზიებისთვის. ყველა ეს ჩამოთვლილი ფუნქცია არის წარმოების სტადიაზე, ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაემატებიან ისინი აპლიკაციას.
0