მიხეილ ცაგარელმა უცხოპლანეტელთა მიზანმიმართულ კამპანიას ფარდა ახადა

0
ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიო კოვიდ-19-ის დამარცხებასა და ვაქცინის შექმნას ცდილობდა, უცხოპლანეტელებმა ადამიანთა მოდგმის დამორჩილებისთვის კამპანია დაიწყო. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთში ოფიციალურად დადასტურდა კორონა ვირუსი, რომელმაც მსოფლიო ასპარეზზე იდეალურად მოიკიდა ფეხი. უამრავი კითხვა გაჩნდა, თუ რამ გამოიწვია უცნობი ვირუსის გავრცელება და 200-ზე მეტი ქვეყნის დაინფიცირება. კორონა ვირუსის დამარცხებამდე სოციუმში მუსირებდა აზრი, რომ სი ძინპინი ადამიანთა მოდგმის გაკონტროლებასა და მათზე ძალაუფლების მოპოვებას უხანის ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანილი კოვიდ-19-ის საშუალებით ახერხებდა, თუმცა კორონა ვირუსის დამარცხებიდან ერთი დღე გავიდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა სიმართლის გასამჟღავნებლად. როგორც მიხეილ ცაგარელი აცხადებს, მან უცხოპლანეტელები ჯერ კიდევ მაია ჯაბუას კონცერტზე ნახა 90-იან წლებში. გამორიცხული არ არის, რომ კოვიდ-19-ის შექმნაში მათი ხელი ერიოს. ერთ-ერთი უცხო პლანეტელი ასტროლოგთან ამბობს: , , ამოვწურეთ მთლიანი ტერიტორიული რესურსი ჩვენ სამყაროში, დედამიწა ძალიან საინტერესო და კომფორტული ზონაა, თუმცა აქედან წასვლას ვაპირებთ, რათა ცოცხლები გადავრჩეთ“ . როგორც ჩანს, ნიკა გვარამიას მიერ , , წმინდა ძროხებად“ წოდებულმა გამყრელიძემ, იმნაძემ და ცერცვაძემ შეძლო ადამიანთა მოდგმის გადარჩენა და დედამიწაზე მეოცე საუკუნის ბოლოს გადმოსახლებული უცხოპლანეტელები უკან მოუხედავად გააქცია. ჩვენ კი გამოკარანტინებულები გამოვდივართ გამოქვაბულიდან მზის გულზე. თვეების განმავლობაში ადამიანური საწყისების შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ვახერხებდით. საგულდაგულოდ ვიკეთებდით მაკიაჟს, ვიცმევდით გამოსასვლელ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, ხელში ვიჭერდით ნაგვის პარკს და რამდენიმე წუთიანი გასეირნება ნაგვის ურნამდე მთელი დღის რუტინას სასიამოვნოდ ცვლიდა. რომ არა სოციალური ქსელი, ჩვენი საკარანტინე მერომელიღაცე დღის გაზიარება , , ქრუდსების პრეისტორიული ოჯახის“ მსგავსად, ქვაზე პორტრეტების ხატვით შემოიფარგლებოდა, თითქოს ეს რამდენიმე თვე ზეზვასა და მზიას გარეგნობით ყოფნა არ გვაკლდა. როგორც ჩანს, ფემინისტ ქალბატონებს ამ საკითხში იდეალურად გაუმართლათ, თუმცა არც კოვიდ-19-ის გავრცელებამდე წარმოადგენდა დაბრკოლებას ემილი რატაჯკოვსკისთვის თმიანი სხეულით ეპოზიორა კამერის წინ.
როგორც თავად დასძენს, თმის გაზრდა თავს სექსუალურად აგრძნობინებს. მაშასადამე, ეს რამდენიმე თვე ემილისთვის სექსუალურად გაბრწყინებისა და თვითშეფასების ამაღლების საუკეთესო პერიოდი ყოფილა, რასაც იმავეს ვერ ვიტყვით მიხეილ ცაგარელზე, რომელიც რამდენიმე თვიან ზამთრის ძილს კოსმიურ გამოცდას უწოდებს.
-კოსმიური კანონი დაირღვა-აცხადებს მიხეილ ცაგარელი-შავი მთვარე აგრესიულ პლანეტაში გადავიდა საინტერესოა, ასტროლოგის რომელი მოსაზრება წარმოადგენს რეალობას, კოსმოსის დარღვეული კანონები თუ უცხოპლანეტელების მიზანმიმართული კამპანია. მაგრამ ერთი რამ ცხადზე ცხადია: მიხეილ ცაგარელმა ორივე ვარიანტში ფარდა ახადა. სტატია ყვითელი პრესისთვის მოამზადა თაკო ბეროძემ
#ასტროლოგია
#საინტერესო
#საინტერესოამბები
#საინტერესოფაქტები
#მეცნიერება
#კორონავირუსი
#კორონა
#კორონაწადი
#კორონავირუსი
#უცხოპლანეტელები
#თბილისიდეილი
#თბილისი
#ყვითელიპრესა
#ასტროლოგია
#მეცნიერება
#მოდა
#ახალიამბები
0