6 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

ქართული დამწერლობა იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად 2016 წელს აღიარა. ქართული ანბანისგან სახვითი ხელოვნების ახალ სტილს ქმნის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილი. მისი შექმნილი კალიგრამები უკვე საკმაოდ პოპულარულია. ნიკას ნამუშევრები 2015-2016 წლებში გამოფენილი იყო კაიროში და კიოლნის უნივერსიტეტში, გერმანიაში ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ.

კალიგრამების თემას, როგორც ნიკა ამბობს, ყოველდღიურობიდან იღებს – ირგვლივ რაც ხდება იქედან. „მაგალითად, კალიგრამი „მშვიდობა“ აგვისტოს ომის შემდეგ გავაკეთე.”👇🏻


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago