რა არის ფემინიზმი? ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ როგორც ქალთა მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვა, ფემინიზმი როგორც თეორია წარმოიშვა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციიდან ისტორიული უსამართლობიდან დასავლურ ცივილიზაციაში (ამ პერიოდში (1920 იან წლებში) ქართულ პარლამენტს 6 ქალი დეპუტატი ჰყავდა,
ასევე ქალი მეფეები ისტორიის მანძილზე) პატრიარქალური წყობიდან მამაკაცთა დომინირების უალტირნატივობის კრიტიკის შედეგად. რეალურად მართლაც ხდებოდა ქალთა დისკრიმინაცია სქესის მიხედვით სამოქალაქო უფლებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რამაც დაგროვებული უკმაყოფილება სამოქალაქო ამბოხამდე და პროტესტების ტალღამდე მიიყვანა.
მე 19 საუკუნის შუა წლებში ბრიტანეთში და და ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო უფლებების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო, ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა. ბრიტანეთში მაგალითად ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების წინააღმდეგი თავადაც ქალი-დედოფალი ვიქტორია იყო.
ფემინიზმის განვითარების ე.წ "მეორე ტალღა" ანუ ახალი ეტაპი მე 20 საუკუნის 60 იანი წლებიდან განახლდა. ამ შემთხვევებში უკვე იგი გადაიქცა ე.წ "სექსუალური რევოლუციის" ნაწილად და დიდწილად მან იქონია გავლენა ქალთა სექსუალურ "ემანსიპაციაში" (დამოუკიდებლობა) სექსულური თავისუფლება ქალის როგორც პიროვნების აღქმის ნაწილად იქცა რაც ასევე სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს.
ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება თავის არსებობის გარკვეულ ეტაპეპზე. ანუ ეს ორი მიმდინარეობა ქალთა ხმის უფლებების, თანასწორობის, სექსუალურობის უფლებები რეალურად მართლაც ეკუთვნოდათ და მიიღეს, რეალურად თანასწორობა სწორედ ფემინიზმის მეორე ტალღის შემდეგ დადგა მაგრამ ფემინიზმი ამით არ დასრულებულა. ქალთა მცირე ჯგუფმა ე.წ "მებრძოლმა ფემინისტებმა" თავი გააიგივეს რასობრივ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან და მათთან ერთად დაიწყეს ფემინიზმის ე.წ "მესამე ტალღა"
რომლის მიზანი გახდა ე.წ პოზიტიური დისკრიმინაცია" რაც არაფრით განსხვავდება მამაკაცური *სექსიზმისგან* რასაც თავად ფემინისტები ებრძვიან. ქალთა საუკუნოვანმა ბრძოლამ თანასწორობისთვის ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკეთ რომ აგიხსნათ მარტივ მაგალითებს მოვიყვან-მეშახტეთა, მუშა-მშენებელთა, ასფალტის დამგებთა, მანქანების ხელოსანთა, მენაგვეთა 99, 9 % მამაკაცია! სამაგიეროდ ე.წ გენდერული კვოტირების (ანუ სავალდებულო საკანონმდებლო სქესობრივი დისკრიმინაციის) 25 % ქალი უნდა იყოს.
აი ასე პირდაპირ პარლამენტის სკამებზე. ამასაც რომ თავი დავანებოთ საკანონმდებლო დონეზე არსებულ პრივილეგიებს არაფერი ცვლის- ქალთა საპენსიო ასაკი 5 წლით დაბალია, მამაკაცის 5 წლით მეტი, ქალების 90% განქორწინების შემდეგ რჩება ბავშვის(ბავშვების) მეურვე + მამას ეკისრება ალიმენტის გადახდა. ქალს შეუძლია აბორტი გაიკეთოს ბავშვის ბიოლოგიური მამის ნებართვის და თანხმობის გარეშე! ქალები ყოველთვის მსუბუქ და ნაკლებად სტრესულ სამსახურში მუშაობას ამჯობინებენ თორემ არავის აუკრძალავს მათთვის მენაგვედ, ასფალტის დამგებად, მეშახტედ, მემანქანედ ან მშენებლად მუშაობა, მაგრამ რატომღაც 90% კაცების აშენებულ ოფისებში მშვიდად ზიან კომპიუტერთან და 6 საათიანი სამუშაო გრაფიკით წუწუნებენ. ამით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მხოლოდ ფაქტები მომყავს მაგალითად. ბოლო პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები ქალთა აქტიურობა ძალოვან უწყებებში პოლიციასა და ჯარში თუმცა აქაც ქალები უფრო ნაკლებს აკეთებენ და უფრო ნაკლები მოეთხოვებათ (ნორმატივების ჩათვლით) რეალურად ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კიდე შორსაა და სახეზე ქალთა პრივილეგირებული მდგომარეობაა. როგორია რიგითი ფემინისტის ერთი დღე? ის იღვიძებს სახლში რომელიც კაცმა დააპროექტა და კაცებმა ააშენეს, იზმორება საწოლზე რომელიც კაცებმა გააკეთეს, დგება, ანთებს შუქს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის საპირფარეშოში ჯდება უნიტაზზე და იცლება ფეკალური მასისგან იმ კანალიზაციაში რომელიც ასევე კაცებმა გამოიყვანეს და დაამონტაჟეს, შემდეგ იცვამს კაცების შეკერილ ბრენდის ტანსაცმელს, იკეთებს მაკიაჟს რომელიც კაცებმა გააკეთეს, ხელში იღებს მობილურ ტელეფონს რომელიც ასევე კაცმა მოიგონა და შექმნა, გადის ქუჩაში და მიაბიჯებს ასფალტზე რომელიც რამდენიმე დღის წინ კაცებმა დააგეს, ჯდება ტრანსპორტში რომელსაც კაცი მართავს, მიდის სამსახურში რომელშიც კაცია უფროსი, გადის შესვენებაზე, რთავს ინტერნეტს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის სოც.ქსელში რომელიც კაცმა შექმნა და წერს სტატუსს "ყველა კაცი ერთნაირია, მეზიზღებით, მალე მოკვდით საზიზღარო კუტუს მატარებლებო!" ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო თუმცა ამ ხუმრობით სატირულად დაგანახეთ რეალობა. სამწუხაროდ სამყარო ჯერაც კაცების მხრებზე დგას და ამაში ცუდი არაფერია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალი რამით კაცზე ნაკლებია. ქალს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს არაფრით არაა კაცზე ნაკლები (თუ ფიზიკურ სიძლიერეს და დომინანტობისკენ ბუნებრივ სწრაფვას არ ჩავთვლით, რაც რიგ შემთხვევებში პირიქითაც გვხვდება) მენტალურადაც და ყველანაირად ქალს შეუძლია გააკეთოს ის საქმეები და ის ვალდებულებები რასაც კაცი აკეთებს, უბრალოდ მათ ეს არ სურთ, რადგან ბუნებრივად კომფორტი უყვართ, ხოლო ვისაც სურს შეუძლია და აკეთებს. არაა აუცილებელი ხელოვნური ჩარევები კვოტირებები და სხვა დისკრიმინაციული კანონები იმის აღმოსაფხვრელად რაც რეალურად ისედაც არ არსებობს. ახლა კი გავერკვიოთ ტერმინ "ფემიციდში" რა არის ფემიციდი? ვიკიპედიის განმარტებით ესაა "მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ რომ ისინი ქალები არიან! ანუ ამ სრულ სიგიჟეს და სისულელეს თუ დავუჯერებთ სადღაც არსებობენ ბოროტი კაცები რომლებიც ჩუმად კლავენ ქალებს იმიტომ რომ ქალები არიან. სხვა მიზეზი არ აქვთ. აი დაინახეს ქუჩაში ქალი და *ვერ ვიტან ქალებს, ქალი უნდა მოვკლაო* ფიქრობენ და კლავენ მათ. რა თქმა უნდა მსოფლიო ისტორიაში არიან სერიული მკვლელები რომლებიც თავისზე სუსტს კლავდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს ქალები იყვნენ მაგ. ტედ ბანდი რომელსაც 60 ზე მეტი გოგონა ჰყავდა მოკლული. ასევე ანდრეი ჩიკატილო, როდნი ალკალა, და სხვა მაგრამ ეს სერიული მკვლელები იყვნენ ავადმყოფები, ას კაცში შეიძლება ერთი ავადმყოფი გამოერიოს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კაცები ქალებს განსხვავებული სქესის გამო კლავენ, ასევე არსებობდნენ სერიული მკვლელი ქალები მაგალითად ნენი დოსი რომელმაც ოთხი ქმარი მოწამლა, ასევე შვიდი მამაკაცი მოკლა, და რა ქვია ასეთ შემთხვევებს? ფემიციდს არ აქვს ადგილი? ასევე ცნობილია ქალი მანიაკი უნგრეთის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი რომელსაც 600 მდე ქალწულის მკვლელობაში დასდეს ბრალი და საკუთარ კოშკში გამოკეტეს სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა თუ ქალი კლავს ქალს ის არაა ფემიციდი, ან თუ ქალი კლავს კაცებს, ეს არაფერი არაა არც ის შემთხვევა თუ მამაკაცი კლავს მამაკაცს, მაგრამ თუ კაცი მოკლავს ქალს რაიმე მიზეზით (ნებისმიერი მიზეზით მკვლელობა მაინც გაუმართლებელია) ესაა ფემიციდი. ასევე უდიდესი როლი ენიჭება ე.წ. *მედიას* რომელიც თითოეული ქალის მკვლელობას ცალკე საგანგაშოდ აშუქებს და მას მაშინვე *ფემიციდის* იარლიყს აკრავს, ხოლო კაცების მიერ ერთმანეთის მკვლელობებზე დუმს ან ცალყბად აშუქებს, სექსის განურჩევლად მოდით შევთანხმდეთ! მკვლელობა მკვლელობაა და ამორალურია ყველანაირად დანაშაული და მკვლელობის სქესის მიხედვით გარჩევა უბრალოდ არაეთიკური და არასწორია. ახლა კი სტატისტიკა ვნახოთ თუ როგორაა ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და მსოფლიოში. 2016 წელს საქართველოში მოკლული იქნა 32 ქალი და 155 კაცი, 2017 წელს 26 ქალი და 211 მამაკაცი, 2018 წელს 11 ქალი და 125 მამაკაცი, 2019 წელს ერთ შემთხვევაში ოჯახური ძალადობისას ქალმა მოკლა ქალი (დამ და) დღეს ჩვენს ქვეყანაში 950.000 ოჯახია, ამათგან ოჯახური ძალადობა 5874 ოჯახში დაფიქსირდა 2018 წელს რაც საერთო მაჩვენებლის 0.6 % ია. ანუ ყოველი 1000 ოჯახიდან 6 ში ფიქსირდება ძალადობა. ეს 0.6 % რა თქმა უნდა საშინელებაა და უნდა ვეცადოთ მის აღმოფხვრას. მოდით ვნახოთ სხვა ქვეყნებში როგორია მსგავსი მაჩვენებელი. მაგ. გერმანიაში სადაც შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა და უკეთესი ფემინისტური კანონებია 2018 წელს 41 მლნ 337 000 ოჯახი, აქედან გამოვრიცხოთ მარტოხელა დედები და გვრჩება 24.044 000 ოჯახი, აქედან 2018 წელს დაფიქსირდა 114.393 ოჯახური ძალადობის ფაქტი. ანუ 24.044.000 ის 0.5 % გამოდის რომ საქართველოსა და გერმანიაში დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელია. დიდ ბრიტანეთში არის 18.200.000 ოჯახი დაფიქსირებული, 2018 წელს 341.000 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც საერთო მაჩვენებლის 1.87% ია. ანუ ჩვენზე განვითარებულ დიდ ბრიტანეთში სამჯერ მეტია ქალზე ძალადობა ვიდრე საქართველოში. სამწუხაროდ ბუზის სპილოდ წარმოჩენის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არა მარტო გენდერულ არამედ სხვა სფეროებშიც. და ბოლოს ერთი რეზიუმე ფემინისტები ცდილობენ ქალები კაცების მტრებად აქციონ და გენდერული შუღლი გააღვივონ რაც თავისთავად დამღუპველია კაცობრიობისთვის. ფემინიზმის გარდა დასავლეთში მომრავლდა ანტიფემინისტური მოძრაობა რასაც ფემინური ქალური გოგონები გამოდიან ფემინიზმის წინააღმდეგ. ეს მშვენიერი არსებები აღიარებენ ქალის ბუნებრივ ქალურ მდგომარეობას და არ ემხრობიან მამაკაცებია წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს.
ფემინიზმის რეალური მიზეზი და მიზანი დაკარგულია 21 ე საუკუნეში რადგან ქალებს ისედაც ყველა ის უფლება აქვთ რაც მამაკაცებს და ზოგ შემთხვევებში პრივილეგიებიც აქვთ (სავადებულო ჯარი, დაბალი საპენსიო ასაკი, განქორწინების შემდგომი მეურვეობის უფლება, დეკრეტული შვებულება, აბორტის უფლება ბავშვის მამის ნებართვის გარეშე, ალიმენტი და სხვ) თუმცა მაინც მოითხოვენ იმაზე მეტ უფლებებს რაც უკვე აქვთ და რის იქითაც უკვე არა თანასწორობა არამედ პრივილეგირებულობაა.
ფემინისტების საბოლოო მიზანი გამოგენდერებული ტესტოსტერონისგან დაცლილი ფემინური ბიჭუნების გამრავლებაა რომლებსაც თავის ჭკუაზე და ნებაზე ატრიალებენ და რომლებსაც არა ქალის ან სამშობლოს არამედ საკუთარი ტრ*ის დაცვაც არ შეეძლებათ.
სწორედ ამიტომ არის ფემინიზმი კაცობრიობის კიბო.