გომის მთა - ღრუბლებს მიღმა ნაწილი I

0

მინდა გიამბოთ ამ საოცარი ადგილის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

დავიწყებ იქიდან, რომ მე და კარავი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. რა ვქნა კომფორტის მოყვარული ვარ. ასე ინება განგებამ ? თუმცა გადავწყვიტე ჩემი თავი ამ კუთხითაც გამომეცადა და გომის მთაზე კარვით წავედი.
?ამინდი: პირველ რიგში ამინდის პროგნოზი შეამოწმეთ. თორე ახვალთ და ღრუბლების ნაცვლად, ნისლი დაგხვდებათ. ?? რა ჩავიცვათ? რაც შეიძლება თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი წაიღეთ. ღამე ძალიან ცივა და კარავში რომ არ გაიყინოთ გაითვალისწინეთ. დღისით თბილა. ?რა წავიღოთ? კარვის და პარალონის გარდა, რა თქმა უნდა საძილე ტომარა. ჩაი ან ყავა და წყლის გასაცხელებელი შესაბამისი ჭურჭელი წაიღეთ. ღამე ზედ მისწრებაა თბილი სასმელი. წყალი მოდის იქ. შუქი არ არის და ტელეფონს ვერ დატენით. ამიტომ power bank-ზე იზრუნეთ ან უბრალოდ დატკბით უტელეფონობით. ინტერნეტი არ იჭერს, ტელეფონი კი. საკვებზე წინასწარ იზრუნეთ. იქ მაღაზიები არის, მაგრამ მე არ ვყოფილვარ და არ ვიცი რა იყიდება. მწვადების შეწვას თუ გადაწყვეტთ, შეშა ან წალამი წაიღეთ. იქ შოვნა გაგიჭირდებათ. დანარჩენს შემდეგ პოსტში გიამბობთ.
#მოგზაურობა
#ბლოგერი
#საქართველო
#georgia
#გომისმთა
#mountain
#mustsee
#mountainlife
#adventuretime
#adventure
#travellingthroughtheworld
#naturelover
#mountainview
#travelblogging
#travelholic
#traveladdicted
#guria
#naturephotography
#holidayinsta
#spendyoursummeringeorgia
#safecountrytotravel
#nofilter
Guria
#ბლოგი
#იმოგზაურესაქართველოში
0