მიმდინარე სეზონში ბათუმის ''დინამომ'' პირველი გამარჯვება მოიპოვა

0
საქართველოს ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში ბათუმის ''დინამომ'' პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეხუთე ტურის შეხედრაში შავიზღვისპირული გუნდი დედაქალაქში ''ლოკომოტვს'' ესტუმრა და დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. 15-ე წუთზე გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ ფლამარიონმა მეკარე მამარდაშვილს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში გახსნა. 10 წუთში ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა , ამჯერად მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ ფლამარიონმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 34-ე წუთზე მანჯგალაძემ სჯარიმა ''ლოკომოტივის'' საჯარიმოში ჩააგდო , სადაც გაგოშიძემ ყველას დაასწორო და პირველი ნახევრის საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.59-ე წუთზე თბილისელებმა ანარიში გაქვითეს , გოლი გავაშელაშვილმა გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი გაფრინაშვილის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა დააფქისირა და ბათუმის ''დინამომ'' შეხვედრა 4-1 მოიგო. სადებიუტო მატჩი წარუმატებელი გამოდგა ''ლოკომოტივის'' ახალ მწვრთნელისთვის გიორგი ჭიაბრიშვილისთვის. 5 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ''დინამოს'' 7 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. შედემ მატჩს ბათუმელები სახლში 18 ივლისს ქუთაისის ''ტორპედოს'' წინააღმდეგ გამართავენ.
0