თეატრი

0
თეატრი-ესაა ტერმინი, რომელშიც ისახება უძველესი სასოფლო-სამეურნეო, სამონადირო თამაშებისა და სახალხო რიტუალების ფესვები.ეს არის ხელოვნების დარგი, სადაც ჩანს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის უნარი, რომ ხელოვნების ეს დარგი ძალიან დიდ გრძნობებს, ემოციებს, ნიჭსა და სიყვარულს იტევს.
თეატრის გამოხატვის ერთ-ერთი სპეციფიქკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის, როლების შესრულების დროს.
ძველ საბერძნეთზე შეიძლება ითქვას, რომ თეატრის სამშობლოა.იქ არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებითა და სცენური ტექნიკით.
ძველად მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნა აღმოსავლეთშიც: ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. აღორძინების ხანის პირველივე ევროპული პროფესიული თეატრი იყო- იტალიური ნიღბების ხალხური კომედია.
თეატრალური ხელოვნების გავრცელებული ნაწარმოებია-სპექტაკლი.იგი იქმნება დრამატული ან მუსიკალური-ხელოვნური ნაწარმოების საფუძველზე, რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად, მსახიობების მონაწილეობით.
სპექტაკლი თამაშია, თეატრის თამაში.მასში რაღაც ამბავია მოცემული, ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ კი სევდიანი.ის ყოველთვის რაღაცაზე გვაფიქრებს, რაღაცას გვასწავლის, გვაიძულებს ვიყოთ შთაბეჭდილების ქვეშ.
საქართველოში უამრავი თეატრია, ჩვენს ქვეყანასაც დიდი ტრადიციები აქვს ამ მიმართულებით.
ძველი დროიდან გვსმენია ბერიკებზე, ჯამბაზებზე, რომლებიც საზოგადოების გართობაზე საკუთარი ტექნიკითა და პროფესიონალიზმით ზრუნავდნენ. დღევანდელობაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ მას საჭიროზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. თეატრი პატარა სახლია, პატარა ოჯახი, რომელშიც ხან პრობლემებია, ხან კი სიმშვიდე სუფევს.ამ სიმშვიდესაც და პრობლემებსაც მსახიობები გადმოგვცემენ.
დიდი ნიჭია, როდესაც ცდილობ და გამოგდის კიდეც ადამიანის გაცინება და ამასთან ერთად ატირებაც.დიდი ნიჭია ისიც, რომ სცენაზე დგახარ და თან იცი, რომ უამრავი ადამიანი გიყურებს.ეს ყოველივე რთული და სანერვიულოა, მაგრამ მთავარია, რომ ხალხი ხედავს მსახიობებისგან გადმოღვრილ დიდ შრომას და ემოციას. მაყურებლის წინაშე გამოსვლისას მსახიობები უამრავ რამეზე ფიქრობენ, თუნდაც იმაზე, თუ როგორ შეასრულებენ როლს, მოეწონებათ თუ არა მაყურებლებს, ეყოფათ თუ არა ძალები იმისთვის, რომ ყველაფერი სრულყოფილად გამოუვიდეთ, და შეძლებს თუ არა ის ტაში, რომელსაც ხალხისგან მიიღებს იყოს დამსახურებული. თეატრში მისული ადამიანების წინ ცოცხლად ხდება მოქმედება.
საოცარი ემოციები მოდის ჩვენამდე.ეს არის სულიერი საზრდო, რომელიც ადამიანს ამშვიდებს, ყოვდღიური რუტინისგან ათავისუფლებს, სხვა სამყაროში გადაჰყავს და ხდის უფრო კეთილშობილს ვიდრე იყო. ნამდვილი ხელოვნება არც ძველდება და არც კვდება, ის ცოცხობს და ყოველ ახალ ეპოქასთან ერთად ახალ ძალას იძენს.ზოგადად ხელოვნება საყოველთაოა, ამას არც დრო გააჩნია, არც საზრვრები და არც ეროვნება, იგი უნდა შეიგრძნო. მინახავს, როდესაც მსახიობი ისე შესულა გმირის როლში, რომ შთაბეჭდილების ქვეშ დიდხანს მოვქცეულვარ.მიფიქრია იმაზეც, თუ რამხელა ძალისხმევად დასჯდომიათ ეს ყოველივე მათ და უფრო მეტი აღფრთოვანება დამუფლებია. კონსტანტინე გამსახურდიაც ხომ ამას ადასტურებს თავის უკვდავ ნაწარმოებში.
"ხელოვნება თავად უკვდავებაა...მხოლოდ ოსტატს ვერ ეწვევა სიკვდილი". თეატრის მესურნეები, რეჟისორები და მსახიობების "ოსტატები"არიან, თავისი საქმის ოსტატები, გარდასახვისა და ემოციური გარდაქმნის სპეციალისტები. მე ვფიქრობ, რომ მსახიობებს უნდა ქონდეთ მეტი გასაქანი, იყვნენ მუდამ აქტიურ მდგომარეობაში.არ უნდა იყოს იმის პრობლემა, რომ თეატრს არ ყავს მაყურებელი, არ აქვთ სურვილი დაესწრონ სპექტაკლს, რომელიც თუნდაც 2 საათი გრძელდება. მსახიობებს უნდა უფასდებოდეთ ყოველი ნაბიჯი, გამოხედვა, მოძრაობა, ემოცია და შრომა, რომელსაც არა მარტო საკუთარი წარმატებისთვის, არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის დებენ ამა თუ იმ როლში.
#სოხუმისთეატრი
#ოპერისთეატრი
#რუსთაველისთეატრი
#ქართულითეატრი
#ქართველიმსახიობიქალი
#ქართველიმსახიობი
#ახალიამბები
#მსახიობიქალი
#მსახიობი
#კინომატოგრაფია
#კინომსახიობი
#მსახიობისცხოვრება
#თოჯინებისთეატრი
#ოპერისადაბალეტისთეატრი
#თეატრი
#ხელოვნება
#feedc
#feedcgrant
#feedcgrant
0