მოდა

0
მოდა წარმოადგენს განსაზღვრულ დროს დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მოხმარების და მათი შემქნის შესახებ. მოდის ტენდენცია დაახლოებით 15-20 წელიწადში ერთხელ იცვლება, სტილი ისე უნდა შეიცვალოს, რომ შეესაბამებოდეს თანამედროვეობას და არ იყოს ძველის ზუსტი ანალოგი.
მოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განსხვავდება. ზოგისთვის მოდა არის ის, რაც მოსწონს და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის კი უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან. მაგალითად ჩემთვის მოდა არის ის რაც გიხდება და გეცვას მოდურად ნიშნავს სწორად უხამებდე სამოსის ფერს და სტილს. ადრე მოდის ცენტრად ის ქალაქი ან ქვეყანა ითვლებოდა, სადაც ძვირფას ქსოვილს აწარმოებდნენ, რისი მაგალითიცაა აბრეშუმის ქალაქად წოდებული საფრანგეთის ქალაქი ლიონი რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ფრანგული მოდის მეფობასთან. XIII საუკუნეში პარიზისთვის მოდის სფეროში ახალი კონკურენტი ლონდონი გაჩნდა, კონკურენცია იმდენად დიდი იყო, რომ 1768 წელს ჩანაწერში გერმანელმა მწერალმა დაწერა, რომ ანგლომანიით ანუ გადაჭარბებული სიყვარულით ყოველივე ინგლისურისადმი ყველაზე მეტად შეპყრობილი პარიზი ყოფილა. მაღალი მოდის "ნამდვილ მამად" მიჩნეულია ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი, რომელმაც 20 წლის ასაკში გადაწყვიტა დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა, ბიზნესში კი ცოლი ეხმარებოდა. ვორტი პირველი იყო ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო და დაყო სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დაარსა პირველი სინდიკატი "მაღალი მოდის სახლების პალატა" რომელიც დღემდე არსებობს. დღესდღეობით Fashion week -ებზე დიდი დრო, ფული და ენერგია იხარჯება. თითოეული დიზაინერი ცდილობს ყოველ წელს ახალი, ორიგინალური და საინტერესო სამოსი შესთავაზო საზოგადოებას. 1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში როი რაიმონდის მიერ დაარსებილი ბრენდი "victoria's secret" დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე აღიარებულო ბრენდია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავისი მეუღლისთვის ქალის თეთრეულის ჩუქება გადაწყვიტა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი დასრულდა, რადგან გამყიდველები თავს უხერხულად გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევის პროცესში. სწორედ ამ დროს როი რაიმონდს ქალის თეთრეულის მაღაზიის გახსნის შესახებ გაუჩნდა იდეა. თავდაპირველად მაღაზია "victoria's secret" გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. 1982 წელს კი როი რაიმონდსმა გარკვეული პრობლემების გამო ბრენდის მარკა მიყიდა "The limited brand"-ის ფლობელს ლესლი ვეკსნერს. ვეკსნერმა საკუთარი სტრატეგიით მოახერხა კომპაანიის მსოფლიო მასშტაბებზე გაყვანა. თანდათან გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი. "Victoria's secret" მა დაიწყო კაბების, აბრეშუმის ღამის პერანგების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვება. ამჟამად კომპანია მუდმივად ატარებს შოუებს, სუპერმოდელების მონაწილეობით.
მოდის ინდუსტრიის შენებაში ყველაზე დიდი წვლილი დიზაინერებს მიუძღვით. ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი, თავისი თანამედროვე ხედვით, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებით და უბრალოებისკენ ლტოლვით XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, ის იყო ცნობილი ბრენდის შანელის დამაარსებელი. დღემდე კოკო შანელი არაერთი ქალბატონის მისაბაძი პიროვნებაა.
მოდის სფეროში ასევე დიდი ადგილი უჭირავთ მოდელებს. ყველა დროის ერთერთი სახელგანთქმული იტალიელი მოდელია მონიკა ბელუჩი. მან მოდელად მუშაობა 13 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებულ წარმატებას კი 2003 წლიდან მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო, როგორც იტალიის სექს-სიმბოლო.
საქართველოში მოდა შუა საუკუნეებიდან მოდის. მაღალი და დაბალი წრის წარმომადგენლებისთვის მოდა განსხვავებული იყო. XVI-XVIII საუკუნის მაღალი საზოგადოების წადმომადგენელ ქალებს სპარსული, ევროპული ან რუსული ქსოვილისგან შეკერილი კაბები ეცვათ. ჰქონდათ ძვირფასი თვლებით შემკული ჩიხტიკოპები. გლეხის ქალი კი შინნაქსოვი და უბრალო ქსოვილისგან შეკერილ კაბებს ატარებდნენ.
დღესაც მოდა საქართველოში დიდ ყურადღებას იპყრობს. გვყავს უამრავი ცნობილი დიზაინერი, რომელთაგან გამოვარჩევდი დემნა გვასალიას. დემნა გვასალია ის დიზაინერია რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო მოდა და სრულიად განსხვავებული, ორიგინალური სტილი შესთავაზა საზოგადოებას. მან საქართველოს 90-იანი წლების სტილი დასავლური ქვეყნების მოდად ააქვია ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია მსოფლიოში. ასევე დემნა "Balenciaga" -ს კრეატიული დირექტორი და "Votements" - ის მთავარი დიზაინერია.
ასევე საქართველოს ბევრი წარმატებული მოდელი ჰყავს. მაგალითად: 22წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვრიშვილი. თავისი სხეულის იდეალური პროპორციებით, ლამაზი სახის ნაკვთებით, ფოტოგენურობით და მოდელისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობებით საქართველოს ფარგლებს გასცდა. მას არაერთი უცხოური ბრენდის ფოტოსესიაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ამჟამად კი new yourk-ში მოღვაწეობს.
მოდის სამყაროში ასევე მეტად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სიტყვა "რასიზმი" არ ფიგურირებს. ბევრი ცნობილი ფერასკანიაკი მოდელია მსოფლიოს მაშტაბით აღიარებული. მაგალითად ინგლისელი მოდელი ნაომი კემპბელი, შუდუ და სუდანელი მოდელი დაკი ტოტი რომელსაც ბარბის ამსგავსებენ. დღესდღეისობით ისინი ძვირადღირებულ მოდელებად ითვლებიან.
მოდის ინდუსტრიის შენებაში ასევე დიდი როლი ფოტოგრაფებსაც აკისრიათ. ისინი ფოტოების მეშვეობით მოდელების სილამაზესა და მშვენიერებას გადმოგვცემს. მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი 28 წლის ქემერონ უილსონი სამოდელო სამყაროში დიდ ხელოვნად იქცა, მან რასიზმთან საბრძოლველად ფოტოსესია მოაწყო ფერადკანიან მოდელებთან, მისი შემოქმედება გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით.
მოდური ტანსაცმლის შექმნა საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ბუნებას. მაგალითად: H&M ბოიკოტს უცხადებს წარმოებაში ბრაზილიური ტყავის გამოყენებას, რადგან ტყავის მწარმოებელი ინდუსტრია ამაზონის ტყის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩემი აზრით H&M- ის საქციელს ბევრი ბრენდი თუ მიბაძავს გარესამყაროსთვის ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს.
დღეს ძალიან აქტუალურია ბეწვის ქურქები, მაგრამ მე რეკომენდაციას ვუწევ ხელოვნურ ბეწვს, რადგან ბუნებრივი ბეწვით შექმნილ სამოსს ბევრი ცხოველის სიცოცხლე ეწირება. ყოველდღიურად, ასევე ხშირია მოდასთან დაკავშირებული ბულინგის სახის მქონე კომფლიქტები, რომელშიც დომინირებს შემდეგი სიტყვები: "ეს რა გაცვია?", "მოდის შესახებ რამე გაგეგება?", "ბოლოს როდის იყო ეს ტანსაცმელი ტრენდული?" და მსგავსი შინაარსის მქონე ფრაზები. რაც ჩემთვის მიუღებელია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ მოდის სამყარო ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია მსოფლიოში, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Feedc
#feedcgrant
#მოდა
#ფოტოგრაფი
#მოდელები
#დიზაინერები
#დიზაინი
#მოდა
0