რატომ არის მადარა უნიკალური ?!

0
• პირველი და ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი ის არის, რომ როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მადარა შინობთა მეოთხე მსოფლიო ომში მთავარი მოწინააღმდეგე იქნებოდა, ხუთმა ნაციამ - რომლებიც ერთმანეთს წლების განმავლობაში ებრძოდნენ და სამუდამო მშვიდობა ჩამოუყალიბებელი ჰქონდათ - გადაწყვიტეს რომ გაერთიანებულიყვნენ და ერთობლივი ძალით შეეჩერებინათ ის (LMFAO OK SHINOBI ALLIANCE OK). • 2️⃣ : ადრეულ ასაკში არ ყოფილა არც უნიკალური და არც დაუჯერებელი სკილებით გამორჩეული სხვა უჩიჰებისგან (+ სხვა გვარის მატარებელი ნინძებისგან). მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისმა კლანმა მას ზურგი აქცია (გარკვეული და ბევრისთბის მიუღებელი მიზეზების გამო) და გადაწყვიტა რომ გამოჰყოფოდა სოფელს საკუთარი ძალებისა და პოტენციალის განსავითარებლად რასაც შემდეგ დაემატა ჰაშირამასთან “სიკვდილი”, მან შეძლო და სერიალის სავარაუდო სცენარი, რომელიც მადარას გარეშე წარიმართებოდა, საბოლოოდ შეცვალა. რამაც აიკონურ ომამდე მიგვიყნანა. • 3️⃣ : და ზუსტად რას მივაწეროთ ზემოხსენებული ომი? მადარას თითქმის (fuck you, Zetsu.) უნაკლო გეგმას, სადაც მან: ( თუ გეზარებათ გეგმის მიმოხილვა, შეგიძლიათ გადაახტეთ. მაგრამ ვინც არ იცით შემოკლებულად მოგითხრობთ) ~ გაითამაშა სიკვდილი, რის შემდეგაც მოპოვებული სენჯუს ჩაკრა (ერთადერთი ადამიანის ჩაკრა, რომელსაც ის მისივე თქმით ყველაზე მეტად აღმერთებდა, და ყველაზე მეტად ცდილობდა დაემარცხებინა) გამოიყენა უკვე დაგეგმილი გეგმებისთვის. ~ ნამდვილ სიკვდილამდე ოდნავ ადრე გამოაღვიძა დიდებული დოჯუცუ რინეგანი. ~ გათვალა, რომ მალე მოკვდებოდა. ასე რომ სჭირდებოდა ვიღაც, ვინც რინეგანს “შეუნახავდა” გაცოცხლებამდე = იმპლანტაცია პატარა ნაგატოში. ~ სიკვდილამდე კი დაუნდობლად გამოიყენა მისივე გვარის წარმომადგენელი ობიტო უჩიჰა (დაუნდობლად-ს ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ soft spot არ მიესადაგება ვილანს): მადარამ ზუსტად დაგეგმა და გათვალა რინის სიკვდილი, და პარალელურად ობიტოს ვარჯიშის პერიოდში მისი “გაპარვა”. (ისე რას გაეპარებოდა??)ისე მოახერხა, რომ ობიტო საკუთარი თვალით შეესწრო სცენას, და შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით. ~ მადარამ ობიტოსგან მაქსიმუმი გამოწურა - იყო მისი სენპაი. თავისუფლად შეგვიძლია მადარას მივაწეროთ ობიტოს ძალების დემონსტრირება (თუმცა მინატოსთანაც ოქრო ბიჭი იქნებოდა fr?❤️) მისი სახელით გაგზავნა ასეა თუ ისე ახალჩამოყალიბებულ აკაცუკისთან, (რომელსაც ჯერ კიდევ კარგი მოტივები ჰქონდა) როდესაც ჰანზოს კონანი მძევლად ჰყავდა და გააფრთხილებინა ნაგატო, თუ რა მოხდებოდა სინამდვილეში. მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახდენი მოხდა, მადარას ნაჩუქარმა ნაგატოს რინეგანმაც იფეთქა და მალევე აკაცუკი გახდა ობიტოს მომავალი სამფლობელო. ~ გარკვეული დროის შემდეგ კი ხუთ კაგეს მადარას სახელით გამოუცხადა მსოფლიო ომი. ანუ, მთლად აიზენი ვერა გვყავს მაგრამ give him credits he’s a genius. • 4️⃣ : მისი გამოძახება გახლავთ ჩვენი საყვარელი კურამა, რომელიც მის სიცოცხლეში მხოლოდ ორ შინობს - მინატოსა და მადარას უფრთხოდა. თუმცა მადარას მიმართ შიში იყო უფრო დიდი, რადგან ის მას განა სიკვდილით ან reaper death seal-ით ემუქრებოდა; ან განა ვინმეს მის ჯინჩურიკობას აძალებდა; პირიქით, კურამას რეპუტაციისთვის უფრო სამარცხვინო რამ - შარინგანით მის გემოზე ათამაშებდა წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად. ასე რომ მას ის უფრო მეტადაც სძულდა ვიდრე მინატო. და ეს ფაქტი მას კიდევ უფრო ძლევამოსილს ჰქმნის, რაც უფრო მეტად მაყვარებს:> • 5️⃣ : ის არ ყოფილა სერიალის იმ 99% ვილანების მსგავსი, რომლებიც მთელი ცხოვრება თავიანთ იდეოლოგიას და აზრს ემხრობოდნენ და 3 წუთით ნარუტოსთან talk no jutsu-ს მერე ტიროდნენ და მთელ თავიანთ ნაშრომს წყალში ყრიდნენ. ის მხოლოდ საბოლოო ღ ა ლ ა ტ ი ს და დამარცხების შემდეგ შეეგუა თავის ბედისწერას, ვინ თუ არა ჰაშირამასთან საბოლოო სიტყვის გაცვლით (აქაც ნარუტო რომ ჩაეტენათ ცოტა ძალიან გავჭედავდი). • 6️⃣ : მანგის წაკითხვისას შოკი მივიღე, როდესაც გამოაშკარავდა რომ ნამდვილი მადარა უჩიჰა ტობი სულაც არ იყო. კიდევ უფრო დამაინტერესა ვინ JANDABA იყო მადარა რომ ასე ბოლომდე ფარდებს მიღმა რჩებოდა. და რა არის მანგა ანიმეს გარეშე: მისი გამოჩენის უნიკალური ანიმირება, სადაც დაგვანახა განსხვავება შინობსა და ღმერთს შორის. (is this the power of a god? - ამბობს გაარა ტენგაი შინსეის დანახვისას.) He even reversed the Edo Tensei i mean come on...... ვფიქრობ, ნაკლები პირველი გამოჩენა არც ერთ მაღალი დონის პერსონაჟს არ უნდა ჰქონდეს. ნუ, ხუთივე კაგე რომ მიჩინჩლა ეგ გავატაროთ..? • 7️⃣ : ბევრი მას უაზრო ვილანს ეძახის, რადგან თურმე “უაზროდ კლავდა ყველას” - ვილანი თავზე ხელს არ გადაგისვამს და ფეხებს არ ჩაგითბილავს; “გული არ აქვს, გოგოც კი არ ყვარებია და მხოლოდ თავის თავს თვლის საუკეთესოდ.” - 1) ბოდიშით, რომ მეორე ობიტო არ გაიჩითა და 2) განა არ იყო? შეიძლება მთელი სერიების განმავლობაში არა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჰაშირამა მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა ომის ველიდან, ჯუუდარა თავისი 6paths ძალით ვფიქრობ ჰაშირამას აღარ გაუადვილებდა ძველებურად საქმეს (Personal opinion). და ამ ყველაფრამდე, თავადაც აქვს ნათქვამი რომ ჰაშირამა მასზე ძლიერია. მართალია ბავშვობის წლებში, მაგრამ მასზე ძლიერის დანახვა არ უჭირდა და თვალს არ არიდებდა. პირიქით, სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაში გამოიწვია შინობთა ღმერთი. და არა მარტო ერთხელ. “თუ უნდა რომ ყველამ მშვიდობიანად იცხოვროს რაღას იწყებს ამხელა ომს” - საბოლოო ჯამში მადარა რომ არა ნაციები დღეს მეზობლებივით არ იქნებოდნენ? პეინს სხვა იდეოლოგია არც ჰქონდა, war is important for peace მეტალიტეტი ჰქონდა ორივეს მაგრამ რაკი პეინი ეროსენინის მოსწავლე იყო მოდი ეს ავირჩიოთ:> მისი გზები თითქოს პეინისას ჰგავდა მაგრამ მეტად ფართო და მეტად დიდებული იყო. ანუ, მოვითხოვ საფუძვლიან მიზეზს, თუ რატომ არის მადარა უაზრო ვილანი. • 8️⃣ : მოდით ვაღიაროთ რომ ყველაზე ძერსკი და დივა ტიპია სერიალში ზედმეტი კომენტარი შკომენტარის გარეშე. მკლავიდან მტვერი ჩამოიფერთხა ტემარის მარაოს ღრიალის შემდეგ. Biggest flex in the series. რომ ყველაზე სიმპატიურია, და არა მარტო უჩიჰებს შორის, ეგეც ყველამ ვიცით? • 9️⃣ : ვიცით რომ კაგუია უფრო ძლიერია, მაგრამ მე თუ მკითხავთ (რომც არ მკითხოთ მაინც ვიტყვი. my post, my rules), მისი გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო. ანუ კაი გააცოცხლა ზეცუმ და ვა ოცუცუკი და ვა ჰაგოს დედა და ვა პირველი ჩაკრის მიმღები და ბლა ბლა და ბოლოს მაინც მოკლეს და ვერ ვხვდები რატომ გააფუჭეს მადარას პერსონაჟი მისი ასე ღალატით და მოკვლით. ანუ ტიპებმა მთელი იმიჯი რაც მადარას ჰქონდა წაართვეს და შეტენეს ZETSUS DA KAGUYAS WTF. დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა გზა იქნებოდა ჩაკრის პირველი მიმღების გამოსაჩენად მარა არა ვინ გაღირსებს აქ რამეს შენსგემოზე? = მადარას მიერ დატოვებული შთაბეჭდილების შემდეგ კაგუიაც კი ვერ დავინახე წესიერ ვილანად ან დაჟე პერსონაჟადაც ძლივს აღვიქვი, ორ წუთიანი ბრძოლის მერე მაინც მიაძღინკა ახალდაბადებულმა თიმ7მა. ტიპი დაჟე ჰარემზე წამოეგო. Pathetic my lady, pathetic. ? : მადარას მუგენ ცუკუიომი იყო პირველი იმ დონის ძიუცუ, რაც სერიალში ჯერ არ გვქონდა ნანახი. მან მოახერხა, და მთელი სამყარო ჩააგდო მის გენჯუცუში (ნუ, lucky for you, ყველა არა.) იტაჩის ცუკუიომზე ცოტა გაგვაცინა და მიაღწია მის პიკს. beautiful job my baby. 1️⃣1️⃣ : მისი გზა, თუ როგორ გახდა ვილანი იყო ფაქტობრივად ყველასგან განახვავებული: ეს არ მომხდარა ერთ დღეში, როდესაც ტობირამამ იზუნა მოკლა და ეს არ იყო იმიტომ, რომ მამამისმა მისი მოკვლა ექვსჯერ სცადა; ან იმიტომ, რომ სოფელი აბულინგებდა ბავშვობაში; არც სიყვარულის დაკარგვის შედეგად ჰქონია rage moment და თავი ჯოჯოხეთში არ უგრძვნია; არც მის მსგავსად დაობლებულ მეგობრებთან ერთად უპოვნია სენსეი რომ ჯგუფურად მიეღწიათ რაღაც მიზნისთვის და არც მისი ოჯახი შესწირვია რაიმე მისისას. ის უბრალოდ იყო მისივე დროის მებრძოლი, რომელმაც თვითგადარჩენა ომებში ისწავლა და მისი ოჯახიც ომს შეეწირა (ოდნავ ბასრი ფაქტია რომ იზუნას მკვლელი ტობირამა იყო. ვფიქრობ ვინც არ უნდა ყოფილიყო, მოსახდენი მოხდებოდა მაგრამ მაინც ტობირამას შეტენეს). იყო მისი კლანის მომავალი ლიდერი, რომელმაც სიმშვიდე ვერ ჰპოვა თავისი შეხედულებებით ამ სამყაროში, და ახლად “დამარხული” გეგმები სამყაროს შეცვლასთან დაკავშირებით (საუბარია დროზე, სადაც სენჯუებსა და უჩიჰებს შორის ჰაშირამას ინიციატივით სიმშვიდე დამყარდა) კვლავ ამოქექა და წ ლ ე ბ ის ფიქრები, მიზეზები, შედეგები (რა თქმა უნდა, ამ დროისთვის უკვე იმიზეზებდა ტობირამას საქციელსაც იზუნასადმი) ყველაფერი ნელ-ნელა შეაჯამა და დაისახა მისი და მხოლოდ მისი გეგმა : მოეტანა მშვიდობა მსოფლიოსთვის მისივე გზებით. ანუ, ის არ ყოფილა ერთ დღეში დაბადებული ვილანი. რაც უფრო თემატურს ჰქმნის მის პერსონაჟს, არის იმ ერთადერთი ადამიანის უარყოფა და მისთვის ზურგის შექცევა, რომელსაც მისი ყველაზე მეტად სჯეროდა - ჰაშირამასი. (სასკესგან განახვავებით, სანამ უკვე გარანტირებული არ იყო მისი სიკვდილი, ბოლო წამამდე უარყოფდა ჰაშირამას. სასკეს მხარი მოძვრა და მიბრუნდა კაი დაიკიდე მოდი ვიძმაკაცოთ ისევო. უბრალოდ გთხოვთ ჰაშირამას და მადარას ნუ შემიდარებთ ამ ღლაპებთან. სასკემ ვილანადაც ვერ ივარგა). აქ მუდამ ორად იყოფა აზრი, რომ მადარა ჰაშირამას უნდა “დამორჩილებოდა” და მასთან ერთად ემართა სოფელი ბოლომდე, მაგრამ სწორედ რომ ეგ არ ქნა, მაგიტომ ჰქვია მას ბოროტმოქმედი და არა ერთ-ერთი კონოჰას მედალოსანი გმირი? 1️⃣2️⃣ : და საბოლოო მიზეზად დავასახელებ ჩემს საყვარელ ფაქტს: Attitude in battle. შეუძლია საშვილიშვილოდ დაგადოს და პარალელურად სიცოცხლე მოგითავოს. ანუ, ყველა ვილანს აქვს თავისი ბრძოლის სტილი, მაგრამ ვფიქრობ არავის მსგავსი მადარასა. პირველი რამ, რასაც არა მარტო ვილანს არამედ ნებისმიერ პერსონაჟს ვამჩნევთ, არის ბრძოლის სტილი. და მადარას ის უმაღლეს დონეზე აქვს დახვეწილი. ©ANIME nation
#მადარა
#madara
#naruto
#anime
#ახალიამბები
0