votes
comments
1 shares
Save
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის 13 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
20 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდის შესახებ განაცხადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 13 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აფრიკის კონტინენტის ყველაზე განვითარებული ქვეყანა გლობალური ეპიდემიის „ცხელი წერტილია“. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის 238 339 შემთხვევაა დადასტურებული. გაუტენგის პროვინციაში, რომელიც ​იოჰანსბურგსა და დედაქალაქ პრეტორიას მოიცავს, შემთხვევათა საერთო რაოდენობის მესამედზე მეტი გამოვლინდა.


Tbilisi Daily
Tbilisi · 1 month ago
Write a comment
1