მანჩესტერ იუნაიტედის რეკორდი

0
"მანჩესტერმა“ 3 ან მეტი ბურთის სხვაობით ინგლისის ჩემპიონატში, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგო და გუნდის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ წლევანდელ სეზონში სადებიუტო ბურთი გაიტანა. თითო გოლი კი მეისონ გრინვუდის და ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზეა, რომელმაც თავი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. წლევანდელ სეზონში „იუნაიტედს“ ყველაზე მეტი, ცამეტი პენალტი დაუდეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია. 34 ტურის შემდეგ „მანჩესტერი“ 58 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ლესტერს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. მომდევნო თამაშს „იუნაიტედი“ 13 ივლისს, საკუთარ მოედანზე „საუთჰემპტონთან“ ჩაატარებს.
0