ვინ შექმნა ნაყინი?

0
დანამდვილებით არავინ იცის თუ ვინ შექმნა ნაყინი, თუმცა ჩვენ გვაქვს მცირეოდენი ინფორმაცია, რომელიც ზუსტად სურათს ვერ გვაძლევს , მაგრამ შეგვიძლია დაახლოებით წარმოდგენა მაინც შევიქმნათ . ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ანტიკურ რომში, იმპერატორი ნერონი ხშირად ერთობოდა თოვლის, ხილისა და თაფლის შერევით და ხშირად საკუთარ მსახურებსაც აგზავნიდა შორეული მთების მწვერვალეზე , რათა მათ თოვლი შეეგროვებინათ. მეორე ვერსიის თანახმად, მარკო პოლო იყო პირველი ადამიანი , რომელმაც ევროპას ნაყინი წარუდგინა.
ისტორიკოსებს სჯერათ , რომ ეს ნაყინი მარკომ ჩინეთში ნახა, სადაც თოვლს, ბრინჯსა და თაფლს ურევდნენ კრემიანი დესერტის დასამზადებლად. რაც არ უნდა იყოს, ნაყინის რეცეპტები დღეს მრავალფეროვანია და ის ამერიკაში პირველად კრისტოფორე კოლუმბის მოგზაურობის შემდეგ გაჩნდა.
#საინტერესო
#საინტერესოფაქტები
#მსოფლიოსუცნაურობანი
0