ფრიდა კალო – “მე ვხატავ საკუთარ თავს, რადგან ჩემზე უკეთ არავინ იცნობს მას”

0
მექსიკელი, სიურეალისტი, მხატვარი ფრიდა კალო დაიბადა 1907 წელს. მან ძალიან მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება განვლო, რაც აისახა მის ნამუშევრებზეც. საკუთარ თავს ხელოვანს არ უწოდებდა. იგი ამბობდა, რომ ხატვით უბრალოდ დრო გაჰყავს. მის შემოქმედებაში მრავლად შევხვდებით, მხატვრის ავტოპორტრეტებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამოხატავენ ფრიდას სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას. ფრიდა ამბობდა, რომ მისი ნამუშევრები სიურეალისტური კი არ იყო, არამედ ის აღწერდა მის სიზმრებს. ფაქტი კი ერთია, მისი ნამუშევრები მოგვითხრობენ ფრიდას ცხოვრებისა და ემოციების შესახებ. ხელოვნის ცხოვრებას სერიოზული კვალი დაამჩნია 18 წლის ასაკში მომხდარმა ავტოკატასტროფამ, რომლის შედეგად მიყენებული ტკივილი სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდა ფრიდას. სწორედ ეს ცხოვრებისეული ტრავმა გახდა ინსპირაცია „დამსხვრეული სვეტის“ დასახატად. ფრიდა კალომ ეს ნახატი 1944 წელს დახატა და ამით გადმოსცა მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა. ჩვეულებრივ, ფრიდას ავტოპორტრტებში თან ახლავს ცხოველები და ფრინველები, ამ კონკრეტულ ნამუშევარში კი ის სრულიად მარტო დგას უკაცრიელი უდაბნოს ფონზე. უდაბნო, სავარაუდოდ მის სულიერ სიცარიელეს გვიჩვენებს. ნახევრად შიშველი ფრიდა კი რკინის კორსეტშია ჩასმული, რომელიც იჭერდა მის სხეულს. ავარიის შედეგად დაზიანებულ ხერხემალას კი დაბზარული სვეტით გაუსვა ხაზი, რომელზეც დაყრდნობილია მთლიანი სხეული. ასევე ვხედავთ პატარა ლურსმნებს, რომლებსაც მოცული აქვთ მთელი სხეული. ყველაზე დიდი ლურსმანი კი გულში აქვს ჩასობილი, რაც სავარაუდოდ მის უსაზღვრო მწუხარებას მიუთითებს. ყველაფერი ამის ფონზე კი ფრიდას თვალებზე ვხედავთ ცრემლებს, რომლებიც მის სასოწარკვეთილებას და უსუსურობას მეტყველებენ. როდესაც ვსაუბრობთ ფრიდა კალოზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ მისი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი დიეგო რივერა. ფერმწერი ბავშვი იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს შეხვდა. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა ფრიდა და დიეგო მაინც დაქორწინდნენ, მაგრამ მათი სიყვარული ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ორივესთვის. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფრიდა 27 წლის ასაკში დაშორდა მეუღლეს , მაგრამ მალევე ხელახლა იქორწინეს, თუმცა არც მეორე მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული. ეს ნამუშევარი, ფრიდამ ქორწინების პირველ წლებში შეასრულა. ნათლად ჩანს თუ რაოდენ განსხვავებულები არიან ისინი ერთმანეთისგან, მიუხედავად ამისა მათი ჩაკიდებული ხელები, ერთმანეთისადმი დიდ სიყვარულს და ნდობას მეტყველებენ. დიეგოსთან მისი ურთიერთობის დაწყებისთანავე, ფრიდამ შეიცვალა ჩაცმის სტილი, ის გამოიყურებოდა, ტიპური, მექსიკელი ქალივით. მან თავისი ქმარი დახატა მარჟვენა ხელში პალიტრითა და ფუნჟებით. მას ძალიან მოსწონდა დიეგოს მხატვრული შესაძლებლობები. ეს პორტრეტი ფრიდამ, თავის ქორწინებას მიუძღვნა, აქ სხვა არაფერია ისეთი, რაც ამ ორი ადამიანის ხასიათზე გაგვამახვილებინებს ყურადღებას! „აქ ვარ მე, ფრიდა კალო, ესაა ჩემი ანარეკლი სარკეში, 37 წლის, 1947 წლის ივლისი, კოჯოაკანი, მექსიკა, ადგილი სადაც დავიბადე“ ეს არის წარწერა, რომელსაც ვკითხულობთ ავტოპორტრეტის ქვემვით. ჩანს, რომ ის ამაყობს ადგილით სადაც დაიბადა და არ ერიდება მის გასაჯაროებას. ამ ნამუშევრის მთავარი შტრიხი სახელწოდებიდანვე ჩანს. გაშლილი, სქელი, თმა. დიეგო რივერა აღმერთებდა ფრიდას თმას. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მეუღლეს მასში მოსწონდა. აღსანიშნავია ფრიდას, მართლაც ორიგინალური გარეგნობა. გადაბმული წარბებითა და ზედა თუჩებზე ოდნავი ულვაშებით. ცნობილია, რომ ფრიდა მას სპეციალურად არ იშორებდა, რადგან ინდივიდუალურობა შეენარჩუნებინა. დიეგო რივერამ აშშ-დან მიიღო მოწვევა და ამის გამო მან და ფრიდამ შტატებში სამი წელი გაატარეს. დიეგოს ძალიან მოსწონდა ახალი ცხოვრება, სადაც კარგად შეეძლო საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. თუმცა ფრიდა თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ გრძნობდა. სწორდ მშობლიური მიწის მონატრებამ დაახატინა ნამუშევარი სახელად „ამერიკისა და მექსიკის საზღვარზე“ ამ ნამუშევარში ნათლად ჩანს, ამერიკისა და მექსიკის საზღვართან, კვარცხლბეკზე შემდგარი ფრიდა კალო. ერთ მხარეს ჩანს ამერიკა, სადაც ყვავის ინდუსტრია და ტექნოლოგია. მეორე მხარეს კი ასახულია მექსიკა, თავისი კულტურით, ბუნებითა და ტრადიციებით. ფრიდას ვარდისფერი კაბა აცვია და ხელში მექსიკის დროშა აქვს მომარჯვებული. რაც მის გადაწყვეტილებაზე მიანიშნებს, რეალურად დარჩეს ამერიკაში თუ დაბრუნდეს მშობლიურ მექსიკაში. ეს ნამუშევარი ფრიდამ ქორწინების კრიზისის დროს დახატა. ეკლიანი ყელსაბამი ერჭობა კისერში რაც გამოხატავს მის ტკივილს, რაც გამოიწვია დიეგოსთან დაძაბულმა ურთიერთობამ. ყელსაბამი სიმბოლური ხასიათისაა და სავარაუდოა რომ ეკლის გვირგცინი ყოფილიყო ინსპირაციის წყარო. კისერზე ჩამოკიდებლია შავი მკვდარი ჩიტი რაც სიმბოლურად მისი ქორწინების დასასრულს ნიშნავს. უკანა ფონზე კი შავი კატა, რაც უბედურების მომასწავლებელია და შავი მაიმუნია, რომელიც დიეგომ აჩუქა ფერმწერს. ამ ნახატში მას აცვია, ტრადიციული, მექსიკური კაბა რაც მის ქმრისადმი ერთგულებას უსვამს ხაზს. მიუხედავად დანგრეული ოჯახისა, ფრიდას არასდროს გადაუყვარებია დიეგო. არც მისი ნახატებიდან გამქრალა მეუღლის პორტრეტები და თემატიკა. საბოლოოდ, ამდენი ღალატისა და ტყუილის ფონზე ფრიდა და დიეგო დაშორდნენ, თუმცა მათ სიყვარულს განქორწინებაც ვერ მოერია. სწორედ მეუღლესთან განქორწინებას მიუძღვნა ფრიდამ ნახატი, სახელად „ორი ფრიდა“. ნამუშევარზე წარმოდგენილია ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფრიდა კალო. ერთი ტრადიციულ, ესპანურ, სამოსშია გამოწყობილი, მეორე კი თანამედროვედ შემოსილი და დამოუკიდებელია. გულები, რომლებიც ტანსაცმლის გარედანაა დახატული ერთი კაპილარითაა დაკავშირებული. ტრადიციულ ფრიდას გული გახსნილი აქვს, რაც სავარაუდოდ დიეგოსთან განშორებითაა გამოწვეული. თეთრი კაბა კი ერთ-ერთი კაპილარიდან გამოსული სისხლით აქვს დასვრილი. აღსანიშნავია, რომ ისინი ხელჩაკიდებულები სხედან რაც სავარაუდოდ იმას მიანიშნებს, რომ ყველაფრის მიუხედავად ისინი ერთნი არიან და წარმოუდგენელია მათი დაშორება. ფრიდა კალო ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა, რომელსაც მექსიკის მთავრობა 50 წელი გასაიდუმლოებულად ინახავდა. გამოქვეყნების შემდეგ კი ფრიდას დღიური ბესთსელერი გახდა. ის სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთადერთი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გადმოცემას ცდილობდა ნამუშევრებით. დიდი რაოდენობით იგრძნობოდა სევდა, ტკივილი, მარტოობა და უიმედობა. მაგრამ მისმა ბოლო ნამუშევარმა გვანახა თუ როგორ უყვარდა მექსიკელ მხატვარს სიცოცხლე. სიკვდილამდე 8 დღით ადრე, ფრიდამ დახატა სიცოცხლის მოყვარული სურათი, რომელსაც „VIVA LA VIDA – გაუმარჯოს სიცოცხლეს“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ამ საზამთროებს ის უკვე მწოლიარე მდგომარეობაში ხატავდა. „მე ველოდებისიკვდილს მშვიდი და ბედნიერი, ვიმედოვნებ აღარ დავბრუნდები“ ცოტა ხნის წინ კი ფრიდას უნიკალური ხმის, ერთადერთი, ჩანაწერი გასაჯაროვდა.
FeedcGrant
@Feedc
0