0
მერკელმა შესაძლოა ევროკავშირში საკვანძო თანამდებობა დაიკავოს?? ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეუძლია ევროკავშირში საკვანძო თანამდებობა დაიკავოს, წერს გამოცემა Deutsche Welle. მისი თქმით მერკელის კვალიფიკაცია მაღალია და შეუძლია გახდეს ხელმძღვანელი პირი, მას შემდეგ რაც გერმანიის კანცლერის თანამდებობას დატოვებს. გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საქმიანობის ვადა ანგელა მერკელს 2021 წელს ეწურება. თუმცა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ევროპარლამენტის არჩევნები 2019 წლის მაისშია დაგეგმილი. ჟან-კლოდ იუნკერის თანამდებობას სხვა პოლიტიკოსის დაიკავებს. ასევე შეიცვლება ევროკავშირის თავმჯდომარე. ამ პოზიცია ახლა დონალდ ტუსკი იკავებს. თავად ჟან-კლოდ იუნკერს საქმიანობის ვადა 2019 წლის 31 ოქტომბერს ეწურება.
0