დასკვნას ვენდობით – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს გაეცნო

0
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა. მირიან ნიკოლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დასკვნა ოჯახისთვის მისაღები და სანდოა.„დღის ბოლოს დავნიშნავთ ბრიფინგს, ოჯახი გავაკეთებთ განცხადებას, სადაც გავაცნობთ ჩვენს პოზიციას. მისაღებია დასკვნა, ვენდობით, რა თქმა უნდა ჩვენი ექსპერტი იყო ჩართული. გამოძიებას გადაეცა დასკვნა, ველოდებით მათგან ბრიფინგს, ინიციატორები ისინი არიან. ცოტა გვიან გავაკეთებ კომენტარს აუცილებლად“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე
0