5 ტრადიცია, რომელიც "ხმარებიდან უნდა ამოვიღოთ"

0
1. ქელეხი - რატომ ითვლება მიცვალებულის პატივისცემად მისი დაკრძალვის შემდეგ ღრეობა და მუცლის ამოყორვა? უფრო ბედნიერად გაუყვება სამოთხის გზას, თუ მაძღარს და გალეშილს რომ გტოვებთ დედამიწაზე - ამით უფრო ბედნიერდება?
2. ფულის ჩაწერა - აი ქორწილში და ქელეხში მოსულ სტუმრებს რომ აიძულებენ გინდა არ გინდა ფული დატოვეო, უფრო რეგიონებშია, მაგრამ თბილისშიც მსმენია :)) 3. ქორწილის დროს სიგნალებით აკლება ქალაქის. თან სიგნალი არის განგაშის ზარი და ამ კივილ-წივილებით ნეტაი რას გვაუწყებთ? ))) 4. ქონებ რომ ბიჭ შვილს რჩება და თუ რამდენიმეა, მაშინ უმცროსს. ქაჯობის და სხვა შვილების უპატივაცემულობის ზეიმი. პ.ს. არ იდარდოთ, მე 1 ვარ :))) 5. გვარის გამგრძელებლის ტრადიცია - აი ბიჭი შვილი თუ არ გყავს, რომ დაიქცა ქვეყანა და რომ არ გიცხოვრია ქვეყანაზე:)) 8 გოგოს რომ აჩენენ ბიჭის ლოდინში, ან გაცილებით უარესი - ამავე რაოდენობის გოგო შვილებზე აბორტს რომ იკეთებენ :( რამე გამომრჩა? დაამატეთ... 🙏
0