რეკლამა, როგორც სილამაზის ინდუსტრიის მედიაარტი (არაბულ სამყაროში)

0
მსოფლიოში ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ ისე ჩაიცვან, რომ სასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ. იმდენად არაერთგვაროვნად ახერხებენ ამას, რამდენადაც თავად ეს ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ფაქტია, კარგად შეფუთული რეკლამა დადებით რეზონანსს პოვებს სოციუმის მიერ, თუმცა სილამაზის ინდუსტრიას ხშირად არ წყალობს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა და ადათ-წესი. ამიტომაცაა, რომ ბრენდინგი რელევანტურ როლს ასრულებს და ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად გვევლინება პროდუქციის წარმატებასა თუ მის ფიასკოში. მე კი ამ მოსაზრების გასამყარებლად, განვიხილავ რეკლამას, როგორც სილამაზის ინდუსტრიის მედიაარტს არაბულ სამყაროში.
მოგეხსენებათ, მუსლიმთა რელიგიურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებას ისლამური შარიათი (კანონი) განსაზღვრავს. ის თავის მხრივ მოიცავს ყურანსა და ჰადისებს, რაც მთელი რიგი შეზღუდვებითა და აკრძალვებით ფორმულირდება. სილამაზე კი არა მარტო მოდურ ტანსაცმელს, არამედ თავის მოვლის საშუალებებსა და ესთეტიკურ-კოსმეტიკურ მხარეებსაც მოიცავს. გვიჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ფორმულირდეს მოდის ინდუსტრია არაბული ქვეყნების ტრადიციის, მენტალიტეტისა და რელიგიის ჩარჩოებში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, გთავაზობთ შამპუნის რეკლამას, რომელიც მედიაარტად გვევლინება ისლამურ სახელმწიფოებში. :
როგორც რეკლამაში ვიხილეთ, ქალბატონი ჰიჯაბზე (საბურველზე) ისხამს შამპუნს და სწორედ ასე იბანს თავს. რამ განაპირობა შამპუნის ასეთი თვალსაზრისით რეკლამირება? რატომ არის მითითებული ეტიკეტზე შამპუნის სახელი, როგორც , , Hijab and shoulders”?
მოგეხსენებათ ჰიჯაბი, იგივე საბურველი ან ჩადრი მუსლიმურ სამყაროში ქალის სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოს წარმოადგენს. მანდილოსნები ვალდებულნი არიან , , უცხო თვალისაგან დასაცავად“ დაიფარონ სახე და სხეული. ჩადრი უძველესი დროიდან მუსლიმური სამყაროს სილამაზის ინდუსტრიაში ქალის მორთულობისა და ჩაცმულობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმა კი დემოკრატიის წინააღდეგ წასვლას ნიშნავს. საბურველის ტარება მიჩნეულია, როგორც , , სწორი ჩაცმა“, აქედან გამომდინარე, კომპანიამ, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა, , , სწორი” რეკლამირების საშუალებით, მოახერხა ამ ქვეყნებში პროდუქციის შეტანა და ბაზარზე აქტიურად გაყიდვა.
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რას გულისხმობს , , სწორი“ მარკეტინგი? ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთმა ცნობილმა რეკლამისტმა განაცხადა: , , რეკლამა წარმოადგენს საზოგადოების სახეს“ ანუ შამპუნის ჰიჯაბზე დასხმით, კომპანიამ წარმოაჩინა საკუთარი პოზიცია დადებითად მუსლიმთა კულტურის, რელიგიისა და ადათ-წესის მიმართ. რეკლამის შემქმნელები შთაგონებას იღებენ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებიდან, რომლის მენტალიტეტშიც აისახება ნაციონალური თავისებურებები. აქედან გამომდინარე, ბრენდი საერთოდ არ იყენებს სიტყვა , , თავს“ ან , , თმას“ და ეტიკეტზე წარწერა , , Head and Shoulders” იცვლება , , hijab and Shoulders”-ით.
შამპუნის სლოგანი კი შემდეგია: , , თუ ვინმე ისევ გკითხავთ, გსურთ თავსაბურით შხაპის მიღება...Hijab&shoulders თავდაჯერებული ქალისთვის და ქერტლისგან თავისუფალი თავსაბურისთვის.“
ახლა უშუალოდ მოდის სამყაროზე მინდა გავამახვილო ყურადღება და გაგაცნოთ პირველი მუსლიმი მოდელი ჰალიმა ეიდენი, რომელმაც ჰიჯაბითა და ბურკინით იპოზიორა ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისათვის. მას მიაჩნია, რომ რელიგია, კულტურა და ტრადიცია არ უნდა განსაზღვრავდეს ქალის საქმიანობას: , , ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც ჰიჯაბი აცვიათ, უნდა ხედავდნენ ქალებს, რომლებიც აქტიურობენ ნებისმიერ სფეროში“.
მარკეტერებმა ზუსტად იციან, რომ კომერციულ ინდუსტრიას წარმატებით შეუძლია შეცვალოს ადამიანის ქცევა. მუსლიმი ქალის მოდის ინდუსტრიაში გამოჩენა ჰიჯაბითა და ბურკინით, ერთგვარი მოწოდებაა, რომ ადამიანი არ არის შეზღუდული არჩევანში და ამავე დროს, სარეკლამო კამპანია მიანიშნებს მარადიული ფასეულობების თაყვანისცემაზე, ექსპრესიულად გამოხატვასა და პატივისცემაზე. როგორც ლუჩანო ბენეტონი აღნიშნავდა: , , რეკლამამ უნდა გააცნოს ყველას კომპანიის შეხედულებები მის ფასეულობებსა და სამოქალაქო პოზიციაზე“.
Feedc
#feedcgrant
#feedc
#მოდა
#მოდა2020
#რეკლამა
#საინტერესოფაქტები
#საინტერესო
#საინტერესოამბები
#მოდა
#ხელოვნება
#ბიზნესი
0