რეალის ამბები: ფსიქოლოგია და ტრანსფერი

0
ორი ამბავი რეალზე: სამეფო კლუბი ფსიქოლოგიურ ჩარევას აპირებს ედენ აზართან. ბელგიელი ვერა და ვერ დგება ფორმაში და ფაქტია, ჩელსიში რაც იყო, იმის აჩრდილია. 16 მატჩი სეზონში, 1 გოლი და 6 საგოლე პასი - მეტს ელოდნენ... მიზეზი ტრავმებიც იყო. ზინედინ ზიდანი კარგი ფსიქოლოგია და თავად აპირებს ფეხბურთელთან საუბარს, თუმცა შესაძლოა, კერძო სპეციალისტიც დაუნიშნონ. რეალში ფიქრობენ, რომ ბელგიელი წნეხშია. და კიდევ, რეალში კილიან მბაპეს გადასვლის შანსი გაიზარდა. მბაპემ პსჟ-ის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ გაისად წასვლა აქვს გადაწყვეტილი და წინასწარ შეამზადა სიტუაცია. როგორც იწერება, ფრანგს რეალისკენ მიუწევს გული. ზიდანის პირველი სამიზნეც სწორედ ისაა.
0