"კანონიერი ქურდი" - ტერმინის წარმოშობა და ისტორია.

0
ისტორიული წყაროების ანალიზით, რომელსაც გვაწვდის დიოდორე სიცილიელი, ირკვევა, რომ ძველეგვიპტეში არსებობდა ქურდების კასტა.ქალაქში მცხოვრები ეგვიპტელები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ განსაკუთრებული აღრიცხვა, სახელმწიფო მოხელე ყველას ეკითხებოდა, თუ რა წყარო გააჩნდათ მათ ცხოვრების. ქურდები არ მალავდნენ, რომ ისინი ქურდობით იჩენდნენ თავს. ქურდების უფროსს აღრიცხვაზე უნდა ჰყოლოდა ყველა ქურდი. ეს უკანასკნელი ნაქურდალს აბარებდნენ ქურდების უფროსს და მიუთეთებდნენ ქურდობის დღეს, საათსა და ადგილს. კანონიერი ქურდების გამოჩენას მიაწერენ 1930-იან წლებს, როდესაც სტალინის რეჟიმის რეპრესიებით პოლიტიკური ოპოზიციის აქტიურობა დახშული იქნა და გაძლიერდა ბრძოლა ზოგად კრიმინალთან. ამისათვის აუცილებელი იყო კრიმინალური სამყაროს კონტროლი. საამისოდ კი ერთად ერთ გზას წარმოადგენდა კრიმინალური ელიტის დამორჩილება. "ქურდი" -ასე ეწოდა რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის წარმომადგენელს. აღნიშნული მოდელი რამდენიმე ათეული წლით ადრე წარმატებით განხორციელდა გერმანიაში, რის შედეგადაც კრიმინალმა მნიშვნელოვნად იკლო. მთავრობა აკონტროლებდა დამნაშავეობის ზრდას. არსებულ ვითარებაში იმ დანაშაულისა და კრიმინალური სამყაროს შესაჩერებლად , რომელიც იმ დროისთვის არსებობდა, იყო ის, რომ ემართათ თავად კრიმინალური დაჯგუფებები და ცალკეული დამნაშავეები. სტალინმა სტრატეგიული გათვლა გააკეთა და შექმნა დამნაშავეებთან ბრძოლის ახალიმ ექანიზმი, ანუ მან კრიმინალი კანონის ჩარჩოებში მოაქცია და შექმნა ქურდის ახალიტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნებოდა. სწორედ ასეთს წარმოადგენდა კანონიერი ქურდი. კანონიერი ქურდები ციხეებსა და ზონებში მეფეებად გრძნობდნენ თავს. ისინი არმუშაობდნენ, ჰყავდათ თავიანთი არმია და გააჩნდათ ძალაუფლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე. თავად კანონიერი ქურდები უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. ქურდი, რომელიც გამოდიოდა კონტროლიდან, სავალალო შედეგით ასრულებდა, მას ან “აფუჭებდნენ” ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
0