გარდაბანში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. “კოვიდ 19” ბებიას და შვილიშვილს დაუდასტურდათ, -ამის შესახებ Tv 4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა , შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.
მისივე ცნობით, გარდაბნიდან ლუგარის ლაბორატორიაში, 27 პირის საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი.
ცნობისთვის, ასაკოვანი ქალის ინფიცირების შესახებ Tv4-მა ინფორმაცია გუშინ ქალს კორონავირუსი სწრაფი ტესტით გარდაბნის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში დაუდასტურდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი პაციენტი ვირუსზე განმეორებითი ტესტის შემთხვევაშიც დადებითი აღმოჩნდა.
#კორონოვირუსი
#გარდაბანი
#მარნეული
#MarneuliDaily
#ახალიამბები