სოფელ ციცაგიანთკარში გასული საუკუნის 80-იან წლებში მოწყობილი სასმელი წყლის სისტემა იცვლება

0
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მოუგვარდება, - ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს თავად გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მიაწოდა. „სოფელ ციცაგიანთკარის მოსახლეობა გასული საუკუნის 80-იან წლებში მოწყობილი, ფაქტობრივად ამორტიზებული სასმელი წყლის სისტემით სარგებლობს. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილს წყალი შეფერხებით, ნაწილს კი - საერთოდ არ მიეწოდება. ამიტომაც, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და კანონით დადგენილ ვადებში პროექტის განხორციელებაც დაიწყება. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 120 ოჯახი ხარისხიან სასმელ წყალს ურპობლემოდ მიიღებს“, - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის შესყიდვის ღირებულება 358 844 ლარია. საპროექტო დოკუმენტაცია USAID-ის „ზრდა“ პროექტმა მოამზადა და გორის მერიას უსასყიდლოდ გადასცა. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის დიდ ნაწილს, 87%-ს ეუთოს მხარდაჭერით, იტალიის რესპუბლიკა აფინანსებს.
#გორი
#სასმელიწყალი
0