0
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით - თბილისი ისევ ლიდერია საქსტატმა მეორე კვარტალში საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ინფორმაცია მოიცავს საწარმოთა ბრუნვას, პროდუქციის გამოშვებას, დასაქმებულთა რაოდენობას სხვადასხვა ჭრილში და ა.შ. გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: • ქ. თბილისი – 64.1 პროცენტი, • აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი, • იმერეთი – 6.8 პროცენტი, • ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი, • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი. რეგიონების მიხედვით საწარმოთა მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: • ქ. თბილისი – 75.6 პროცენტი, • აჭარის ა.რ. – 6.9 პროცენტი, • ქვემო ქართლი – 4.6 პროცენტი, • იმერეთი – 4.1 პროცენტი, • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.7 პროცენტი რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: • ქ. თბილისი – 65.0 პროცენტი, • აჭარის ა.რ. – 8.9 პროცენტი, • ქვემო ქართლი – 7.5 პროცენტი, • იმერეთი – 5.7 პროცენტი, • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3 პროცენტი.
0