0
?Apple Pay უკვე საქართველოშია? ის ძალიან მოსახერხებელია და რაც ყველაზე მთავარია - თაღლითები ვეღარ შეძლებენ ინფორმაციის მოხსნას თქვენი ბარათიდან?? ✔️ Apple Pay ხელმისაწვდომია iPhone SE-ზე, iPhone 6-ზე და უფრო ახალ მოდელებზე, ისევე როგორც Apple Watch-ზე. ✔️ გადახდის უფრო უსაფრთხო გზა Apple Pay-თი გადახდისას ბარათის მონაცემები არ ინახება არც მობილურში, არც Apple-ის სერვერებზე და არც სავაჭრო ობიექტებთან. ამის ნაცვლად, Mastercard-ის ბარათის მოწყობილობაში შეყვანისას იქმნება სპეციალური ტოკენი, მოწყობილობაზე - მობილურზე, პლანშეტზე, საათზე მიბმული თექვსმეტ ციფრიანი კომბინაცია. ტრანზაქციების დამუშავებისას სწორედ ეს ტოკენი გამოიყენება; ✔️ კონფიდენციალობა და დაცვა Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიებითაა დაცული; ✔️ გარანტიები და უპირატესობები მომხმარებლებისათვის, ისევე როგორც სავაჭრო ობიექტებისათვის, Mastercard-ის საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ტოკენით შესრულებული ნებისმიერი ტრანზაქცია ისევე საიმედოდაა დაცული და იგივე გარანტიები და უპირატესობები შეესაბამება, რაც Mastercard-ის ბარათით შესრულებულ ნებისმიერ ტრანზაქციას.
0