4 votes
comments
36 shares
Save
„წყალში მოხვდა უკვე გათიშულ მდგომარეობაში,“ - რას ცვლის ექსპერტიზის დასკვნა შაქარაშვილის საქმეში
3131 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

დღეს ცნობილი გახდა შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზე, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე საქმე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ საქმეზე 17 დაკავებულიდან ერთ-ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხები საქმის შინაარსს მნიშვნელოვნად ცვლის.

გიორგი ყიფშიძე, ადოკატი: ეს დასკვნა ერთ მიმართულებას კატეგორიულად ადასტურებს, მაგრამ სულაც არ გამორიცხავს იმ ჩვენს მითითებებს, რასაც ვვარაუდობდით, რომ ეს ადამიანი დამოუკიდებლად იქ ვერ ჩავარდებოდა. აქედან გამომდინარე, ვერსია, რომ წყალში ჩააგდეს და მერე გარდაიცვალა, ამ დასკვნით ფაქტობრივად, გამორიცხულია. კი გარდაიცვალა წყალში ჩავარდნის შემდეგ, მაგრამ ჩვენ თავიდანვე იმას ვამბობდით, რომ ის წყალში მოხვდა უკვე, სავარაუდოდ, გათიშულ მდგომარეობაში.

- ანუ, ამ დასკვნით არ დასტურდება, რომ გათიშულ მდგომარეობაში ჩავარდა წყალში?

- ზოგადი კონტექსტია იმიტომ, რომ ექსპერტი ვერ დაწერს იმას, რომ როცა გადააგდეს, იყო უგონოდ, ამას ექსპერტიზა ვერასდროს დაადგენს.

- აბა, როგორ შეიძლება ამის დადგენა?

- სამუშაო აქვს გამოძიებას, რომ ეს დაზუსტდეს. იქნებ, ჩვენებები, სხვა მტკიცებულებები მოიპოვოს იმიტომ, რომ მაინც ვარაუდის დონეზე გამოდის. როგორც ექსპერტი წერს, ჩარტყმული აქვს მძიმე რაღაცები, დაზიანებები აქვს მიყენებული და თან მტკიცებულებებით, რასაც ამბობენ ჩვენებებში „ოქროს მოწმეები“, შაქარაშვილი გარბოდა და მისდევდნენ. ადამიანი იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად და ჩანთას უდრტვინველად დებს სადღაც ბეტონზე და მერე წყალში ვარდება და იხრჩობა? - ეს ხომ წარმოუდგენელია! აქედან გამომდინარე, ამ დასკვნაში ლოგიკა არის, თუმცა სხვა დასკვნებია მოსასვლელი, რაც სურათს უფრო დააზუსტებს. გენეტიკური და უამრავი სხვა დასკვნა უნდა მოვიდეს, რაც უფრო შეცვლის სურათს.

- პროკურატურამ, პრაქტიკულად, გვითხრა, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული, თან ჯგუფურად განზრახ მკვლელობით აღძრა საქმე. ეს უმძიმესი მუხლია და უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, არა?

- დიახ, საშინელი მუხლია. ნასამართლევები თუ არ არიან, უვადო პატიმრობას არავინ მისცემს. 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს ეს მუხლი.

- მოკლედ, მთავარ კითხვად რჩება - ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი?

- დიახ, რა თქმა უნდა. საგამოძიებოს დამატებითი კვლევები და გამოკითხვები და სპეციფიკური მოქმედებები აქვს ჩასატარებელი, რომ ეს დაამტკიცოს, რადგან მარტო ამ დასკვნით ვიღაცებზე წაყენებული ბრალი სასამართლოში ვერ იმუშავებს. არავინ ჩვენებას არ იძლევა, ყველა უარყოფს ბრალს და აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელი იქნება ამ მიმართულებით გამამტყუენებელი განაჩენის დაყენება.

- როგორ ფიქრობთ, შეძლებს გამოძიება ამ დეტალების დაზუსტებას?

- რაც ვნახე დასაწყისში, იმდენი სისულელე აქვთ გაკეთებული, ათმაგი შრომა მოუწევთ, რომ ის, რაც გაშვებულია, როგორმე შეავსონ და ინფორმაციული დეფიციტი არ იყოს საქმეში. ამისთვის ტიტანური შრომა აქვთ გასაწევი, მაგრამ უნდა ვაღიარო - ვატყობ, რომ მონდომება აშკარად აქვთ. რადგან, ალბათ, მოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესი და განსაკუთრებით თქვენი, მედიის, ფაქტორი.

- ამ საქმეში ჩანთის დეტალს ყოველთვის ხაზს უსვამთ. ჩანთაზე დნმ-ის კვლევის პასუხი როდის იქნება ცნობილი?

- დნმ-ის კვლევას შეიძლება, ცოტა დააგვიანდეს, რადგან ყველაზე რთული მოლეკულარული კვლევაა და საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის, გიგა ტატიაშვილის ბრალთან დაკავშირებით, გავრცელებული დასკვნის საფუძველზე, რაიმე იცვლება?

_ აბსოლუტურად არაფერი. ამ საქმეს ასე გაბედულად იმიტომ მივყვები და ხმამაღლა იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ამაში დარწმუნებული ვარ და საერთოდ გამოვრიცხავ მის ბრალეულაბას ნებისმიერი მუხლით.

- რატომ?

- იმიტომ, რომ არანაირი ორგანიზება არ გაუწევია ამ ბავშვს. როგორ შეიძლებოდა, ორგანიზება გაეწია ნახევარ საათში და ორგანიზებული ჯგუფი შეექმნა? ლოგიკურად, ეს წარმოუდგენელი და არასერიოზულია.

-გასაგებია, რომ შეიძლება ორგანიზებული ჯგუფის შექმნა არ დაუმტკიცდეს, მაგრამ ტატიაშვილს ხომ არ წარუდგება ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაზე?

- არა, ეს გამორიცხულია. საერთოდ არ აქვს შემხებლობა, ისეთი წყვეტა აქვთ, რომ ამათ იჩხუბეს, ტატიაშვილმა გააშველა, გადაარჩინა ის ბიჭიები „პოლიცია მოდის“ ძახილით და შემდეგ წამოვიდა თბილისში და 01:35 წუთზე უკვე ნახალოვკაშია და ამის ვიდეომტკიცებულებაც გაგვაჩნია.

წყარო: ჰოთნიუსი

შაქარაშვილი ექსპერტიზა კითხვები

TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 weeks ago
4
Write a comment
36