ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა

0
დაბრკოლებები    ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები,  ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად.   ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე , , კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს)  უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე.  მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან.   რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას?   მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს...  ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს.  კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ  თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს , , დაკერვა’’  სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ.  კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია  ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო?   იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში.  შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა?  ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს.  გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო?   კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა  ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება.   მოკლედ!  არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს.  ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა?  ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის?   ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ,  ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი!  იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით?   როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის  ფეხებზე დასაკიდებლად.   მიზეზები კი,  შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა,  უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში.   ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით,  თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან.  კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ...   ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: , , ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს,  რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ , , ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის:  თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ , , ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა.   შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი?   მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე  სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე  პიროვნული განვითარების  30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას.   მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია:  გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში...   არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში?   ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები?   ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)
#წიგნები
#feedcgrant
0