15 ნოემბერი წელიწადის 319 დღეა. მთვარის მე-11დღე, მეორე ფაზა🌙🌘🌗
15 ნოემბერს ერთი შეხედვით მხიარული, თავაზიანი და მომხიბლავი ადამიანები იბადებიან. ისინი წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებები არიან, ახასიათებთ სიხისტე და ერთგვარი სიუხეშე.
ამ თვისებებს პირველივე შეხვედრაზე ვერ გამოიცნობთ. საკუთარი ჭეშმარიტი არსის დამალვა მათ დიდხანს შეუძლიათ და თან - გაუაზრებლად. ისინი თავაზიანი და კეთილმოსურნე არიან მანამდე, სანამ ყველაფერი მათი გეგმის, სცენარის მიხედვით ვითარდება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები შეიძლება ჰუმანისტი იყვნენ, რომლებიც მზად არიან საზოგადოების დახმარებისთვის, და ასევე შურისმაძიებლები გახდნენ დამსჯელის ფუნქციით.
15 ნოემბერს დაიბადა იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე
“თუ მარტოობასა და სიძულვილს სიყვარულით მოვსპობთ , ჩვენ შორის მშვიდობა, სულიერი ერთობა, სიწმინდე და ბედნიერება დაისადგურებს !”
გამოჩენილი ამერიკელი ფერმწერი ო, კიფი ჯორჯია.
ო, კიფი ჯორჯიას შეუდარებელი ნაშრომი.
ნოემბრის თვეში დაბადებულთა ქვებია: ჩაროიტი, ტოპაზი, ლაბრადორიტი, მალაქიტი, ჟადეიტი, მთვარის ქვა, ქრიზოლიტი, კვამლიანი კვარცი, ფირუზი, ობსიდიანი, ამაზონიტი, ოპალი, ჰემატიტი, აკვამარინი, სოდალიტი, ტურმალინი, კუნციტი უნაკიტი.
დღის საკითხავი ფრაზები:
“ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.”
“გავუფრთხილდეთ სიტყვებს. სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს. სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა.”
“ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც, ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ვერასდროს ვერ შეეგუება.”
ნოდარ დუმბაძე
საშემოდგომო უგემრიელესი სასმელი
საჭირო მასალა: 0.5 ჭიქა კომშის ჯემი ან ჟელე, 2 ჭიქა ვაშლის წვენი, 1 ჭიქა შავი ყურძნის გადადუღებული წვენი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 0.5 ჭიქა ლიმნის წვენი.
მომზადება:ვაშლის, ყურძნის, ლიმნისა და ფორთოხლის წვენი შევურიოთ ერთმანეთს და მიქსერის საშუალებით ამ მასაში გავთქვიფოთ კომშის ჟელე. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად ტკბილი მოგეჩვენებათ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი. სუფრასთან მივიტანოთ ცივი სახით, სასურველია ყინულთან ერთად.
ბედნიერ და შემოქმედებით ორშაბათს გისურვებთ!