15 სექტემბერი…

3
მეგობრებო, მე არც ინფლუენსერი ვარ, არც მოწონებებს ვაგროვებ, მე სასტიკი ტკივილი და უსამართლობა არ მასვენებს, როგორც ხუთი შვილის დედას, ნიკოს დედას, ის ნიკო არ მასვენებს ბევრმა თქვენთაგანმა, სრულიად უცხო ადამიანმა რომ შეიყვარა, ნიკო რომელიც სულში ჩამისახლდა, ორი სულის ამბავი ყველა დედამ იცით, ნურც მხნეობას მისურვებთ, რადგან ღმერთმა უკეთ იცის როგორ შემეწიოს, აი ასე თუნდაც ერთი სიტყვით დაწერეთ:
გამოიძიეთ !!!
გამოიძიეთ ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის ამბავი!!!
ოთხი წლის თავზე მაინც!!!
თუ არა და ყველაფერი ნათელია!!!!
“ამაღამდელო ღამეო,
ნურც გათენდები მალეო."
არადა ალბათ რამდენი ადამიანი სიხარულით ელოდება განთიადს!!!
ოთხი წელი გადის, ჯოჯოხეთური ოთხი წელი, 2021 წლის15 სექტემბრიდან!!!
საბჭოური ბინძური ხერხით მოფიქრებულმა, გასროლილმა ტყვიამ, დენთის კვამლი, მომწამლელი კვამლი დააყენა ფიქრის გორაზე!!!
ბევრმა ეს კვამლი ნაცნობმა თუ უცნობმა, პირში დაიგუბა, პირ-ში!
მინდა დავსვა კითხვა და შეგახსენოთ, ხელისუფალნო, თავის უფალნო, მეგობრებო, იქნებ დადაგა დრო კვამლის გამოშვებისა???
ღმერთო როგორ გელოდებით , რომ თქვა:
“იქმნას ნათელი!
და მოჰფინო ნათელი ყველფერს და ყველასთვის !
ბატონო პრემიერო იქნებ მოიკითხოთ ახალგაზრდა ბიზნესმენი ნიკო კვარაცხელიას საქმე, როგორც კი 18 წლის გახდა კომპანია დაარეგისტრირა!
ორმა ტერორისტმა, უსულომ, უგულომ და ურწმუნომ , დახვრეტა რა თქმა
უნდა შეკვეთით, რადგან
არცერთი მათგანი არ იცნობდა ნიკოს, საქმე გამოუძიებელია!!!
ვერ შეირჩენს ამ საქმე ვერცერთი ხელისუფალი!!!
თქვენმა წინამორბედებმა შეიზილეს ეს საქმე , წერილი მათაც მივწერე, პასუხი არ დამიბრუნეს!
სად არიან????
აღარ არიან ხელისუფალნი!!!
თავის უფალნიც ვეღარ არიან, ვეღარ!!!
მხოლოდ დრონი მეფობენ, პრემიერო დრო-ნი!!!
თქვენც იგივეს აპირებთ ბატონო ირაკლი???
უსაშველოდ გვენატრები შვილო ნიკო!!!
იცოდე რომ ჯოჯოხეთს გადის შენი ოჯახი უშენოდ!!!!
და უსამართლობაში!!!
⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️
“ვფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით!!!
თუ რამე დამხვდა ხელისშემშლელი,
ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით,
ვიცოცხლებ ისე როგორც შეგშვენის...
უარვყავ ჟამი ქარების ჩათვლით,
მე წუთისოფლით უკმაყოფილომ,
ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით -
როგორც არ უნდა მძულდეს მსოფლიო!!!(ტ.ხ)
და ბოლოს, მოსწავლეებო, ახალგაზრდებო, ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი მისურვებია!!!!
არასოდეს შეეგუოთ სიბნელეს!!!
მხოლოდ განათლებით, რწმენით და სიყვარულით შექმნით უკეთეს ქვეყანას!!!
3