15 დეკემბრის კალენდარი…

9
🌓 მთვარის მეოთხე მეოთხედი, ოცდამესამე დღე, გრიგორიანული კალენდარის 349-ე დღე, წლის დასრულებამდე დარჩა 16-ი დღე🎄🎄🎄

რას გვირჩევენ ვარსკვლავები:

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:54-ზე, მთვარე ქალწულშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს. კარგია სეირნობა, ვარჯიში. კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

ვინ დაიბადა:

ფრანგი ინჟინერი გუსტავ ეიფელი.
ქართველი პოეტი ანა კალანდაძე.

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს:

წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმის ხსენებას
წმიდა წინასწარმეტყველი ამბაკუმი, ერთი ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, სვიმეონის ტომიდან იყო და მოღვაწეობდა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 650 წელს.
წმიდა ამბაკუმმა იწინასწარმეტყველა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, ბაბილონის ტყვეობა და ტყვექმნილი ებრაელების დაბრუნება სამშობლოში. ბაბილონელებთან ომის დროს წინასწარმეტყველი არაბეთში გაიხიზნა, სადაც ამგვარი სასწაული გადახდა: ერთხელ, როცა მომკალებისთვის სადილი მიჰქონდა, მას უფლის ანგელოზი შეხვდა და ამბაკუმი უცებ ბაბილონში აღმოჩნდა, სადაც იმ დროს უღმრთოებს დანიელ წინასწარმეტყველი საპყრობილეში ჰყავდათ გამომწყვდეული. ბაბილონელებთან ომის დამთავრების შემდეგ წმიდა ამბაკუმი სამშობლოში დაბრუნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა თეოდოსი უმცროსის (408-450) ზეობისას აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.
ისე წილკნელის ასურელი მამის ხსენებას.

 დღის საკითხავი:

წარჩინებულთა ურჩიეს გაცლა, იქით, მთიულეთს გადასვლა ვედრეს...
- არ აიცდინა უფალმა ჯვარცმა, ბეწვზე კიდია სამშობლოს ბედი,
არ მსურს, ცოდვაში ვიხეტიალო, ბოლომდე შევრჩე მეფობას შვებით! - ...
იცოდა, - იტყვის მემატიანე, - ო, ყოველივე უწყოდა მეფემ!

ანა კალანდაძე

მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ💖🙏
9