8 votes
0 comments
0 shares
Save
9 views
გიორგი
Makhinjauri · 10 months ago

უშბა - 4 700 მ. ზღვის დონიდან


გიორგი
Makhinjauri · 10 months ago
Similar Posts
გიორგი
Makhinjauri, Georgia · 10 months ago
PORSCHE TAYCAN დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, #Porsche-მ პირველი, სრულიად ელექტრო, სპორტული ავტომობილი #Taycan-ი წარადგინა! ▪სიმძლავრე - 560 კვტ./761 ცხენის ძალა ▪აჩქარება 0-100 კმ/სთ - 2.8 წამი ▪მაქსიმალური სიჩქარე - 260 კმ/სთ 5-დან 80 %-მდე დატენვის დრო-22.5 წუთი ⚡
გიორგი
Tbilisi, Georgia · 11 months ago
ქართველი მთამსვლელები ზღვის დონიდან ნანგა ბარბაზე 8126 მეტრი ზღვის დონიდან
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 1 week ago
ტურისტული ადგილი იმერეთში , რომელზეც ძალიან ცოტამ იცის
გაბზარული ტბა -ბუნების ძეგლი, რომელიც ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს. ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება ღრმა ნაპრალი, რომლის ფსკერზე მდებარეობს ეს ტბა. ამავე ლოკაციაზე განთავსებულია მღვიმის შესასვლელიც. გაბზარულ ტბასთან ჩასასვლელად და ამ სილამაზის სანახავად საჭიროა საცოცი აღჭურვილობა, რადგან ნაპრალში მდებარე ბილიკი საკმაოდ ციცაბოა და სველი. თუმცა ნანახით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა. მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, ყუმის ვოკლუზური წყაროების ჩრდილო-დასავლეთით 1,7 კმ. მდ. ყუმის აუზი. 166 მეტრი ზღვის დონიდან. მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ; ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ; სოფ. ყუმისთავი - გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი - 3 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ. #საინტერესო #საინტერესოფაქტები #საქართველო #ტურიზმი #იმერეთი #kutaisidaily #მოგზაურობა
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
ვარძია - კლდეში ნაკვეთი ქალაქი
ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში (ასპინძინდან 30 კმ). მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ოროგრაფიული სქემის მიხედვით ვარძია მდებარეობს ერუშეთის ქედის აღმოსავლეთის განტოტების ბოლოს. ვარძიის უკიდურესი ზედა გამოქვაბული ზღვის დონიდან 1462 მ-ზე ძევს. ვარძიის ციხე-ქალაქი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსოა. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები და 25 მარანი 185 ქვევრით. ისტორია ციხის მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - მ და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა. ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა. 1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983წ. კი მუზეუმი დაარსდა. 1989წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.
Gori Daily
Gori, Georgia · 1 week ago
რისი კეთება შეიძლება ნადარბაზევის ტბაზე და რისი არა ?
ნადარბაზევის ტბა შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 856 მეტრზე. იგი ხელოვნურად შექმნილი წყალსაცავია ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას. წყლის ზედაპირის ფართობი 1,18 კმ²-ა, უდიდესი სიღრმე კი - 1,8 მ. გაშლილი სივრცეები, ლურჯი ტბა, მინდვრები და დათოვლილი მთები ჰორიზონტზე ულამაზეს სანახაობას ქმნის. ტბასთან ახლოს ტყეც არის, სადაც პიკნიკის მოწყობას და სასიამოვნოდ განტვირთვას შეძლებთ. ეს ადგილი შესანიშნავია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის. ნადარბაზევის ტბაზე თევზაობაც შეგიძლიათ. ტბა ძალიან პოპულარულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის თვალასაზრისით.#საინტერესო #საინტერესოფაქტები #ტურიზმი #goridaily #მოგზაურობა
თამარ ლომიძე
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
საოცარი მარტვილის კანიონი
კანიონი მდებარეობს სოფელ გაჭედილში (ზღვის დონიდან 210 მ), მარტვილში.ეს ბუნების ძეგლი კირქვული ქანებით აგებული კანიონისებური ხეობაა. სიგრძე 2400 მ. ჩაჭრის სიღრმე 20-30მ.ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოშობილია 10-15მ.სიგრძის ჩანჩქერი.განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ოფუცხოლე,,,დადიანების საბანაო" ადგილი.აქ წარმოდგენილია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა.კანიონი ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს და გიჩნდება მუდმივი სურვილი კვლავ და კვლავ იმოგზაურო სამეგრელოში. #მოგზაურობა
+4
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 months ago
ულამაზესი ადგილები აფხაზეთში
ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონი საქართველოში - აფხაზეთია. ვიდრე აფხაზეთი ე.წ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, ამ რეგიონია არაერთი ქალაქი და კურორტი განსაკუთრებით პოპულარული იყო როგორც საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებთათვის, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მოგზაურობა დავიწყოთ რიწის ტბიდან. რიწის ტბა. რიწის ტბა აფხაზეში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ-ზე მდებარეობს. მისი მაქსიმალური სიღრმე კი 101 მეტრია.რიწის წყალი მეტად მტკნარია. გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს. რიწა ტურისტებს მუდმივად აკვირვებს თავისი სილამაზით, მის შემოგარენში პატარა და მყუდრო კაფეებია განთავსებული, არის საპიკნიკე ზონებიც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რიწა ემზადება ტურისტების მისაღებად, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც ვარაუდობენ, ტურისტთა რაოდენობა 60 % შემცირდება, შესაბამისად მნახველების რაოდენობაც მოიკლებს. ბიჭვინთა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია შავი ზღვის სანაპიროზე. მას განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობდა. აქ გამორჩეულად სუფთა და ლამაზი ზღვაა. თუმცა, რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით, ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ბიჭვინთის როგორც ქართული და აფხაზური, ისე ძველი ბერძნული სახელი პიტიუნტი, ფიჭვიდან მომდინარეობს. ბიჭვინთის კონცხზე ახლაც არის რელიქტური ფიჭვის კორომები. ზაფხულში ბევრი აქტივობები ტარდება, ზღვის სეზონი კიდე უფრო იზიდავს ტურისტებს ბიჭვინთაში. ბიჭვინთაში მდებარეობს ბიჭვინთს ტაძარი. იგი X საუკუნის საკათედრო ტაძარია, არქიტექტურულად ბიზანტიურ ნაგებობას ემსგავსება. სოხუმის ბოტანიკური ბაღი. იგი უძველესი ბაღია კავკასიაში. გაშენდა 1840 წელს. ბაღში 4 500-ზე მეტი მცენარის სახეობას მოუყარეს თავი. ბოტანიკურ ბაღში თავიდან იყო ლინდა და მას კავკასიურს ეძახდნენ. 1838 წელს, სამედიცინო სტუდენტმა ვლადისლავ ბაგრინოვსკიმ გადაწყვიტა მის გარშემო პატარა ბაღის გაშენება. სწორედ ამის შემდეგ იწყება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღის ისტორია. ბოტანიკურ ბაღს ბევრი რამის გადატანა მოუწია. ომის შემდეგ სოხუმში ცუდი მდგომარეობა იყო. რაევსკის საოცრად მოვლილი ბაღი უცებ ტალახის გუბედ გადაიქცა. თუმცა, აფხაზებმა მობილიზაცია მალევე მოახდინეს და ბაღს ჩვეული სახეც დაუბრუნდა. წელს კი სოხუმის ბოტანიკური ბაღი 180 წლის იუბილეს აღნიშნავს. იგივე ადგილმა ბევრი ცუდი ისტორია გამოიარა, ბევრ ტყვიას გაუძლო და მიუხედავად ამისა, დღესაც მედგრად დგას. იცით რა ლამაზია? ერთი დიდი სიამოვნებაა მისი დათვალიერება. მითუმეტეს როცა იცი რამდენი რამე აქვს გამოვლილი. ძნელია ემოციების დამალვა, გიჭირს და ვეღარ იკავებ ცრემლებს. გინდა ყველამ ნახოს, დაათვალიეროს...ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ასეც იქნება. ნაკრძალები. აფხაზეთი მდიდარია ნაკრძალებითაც. საქართველოს 14 ნაკრძალიდან 3 აფხაზეთშია: რიწის, ფსხუ-გუმისთისა და ბიჭვინთა-მიუსერას, სადაც უნიკალური სახეობის მცენარეები და ცხოველები გვხვდება. ახალი ათონის მღვიმე. ეს არის კარსტული მღვიმე, რომლის გიგანტური დარბაზები მორთულია სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით და გაქვავებული ჩანჩქერებით. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინეს. ახალი ათონის მღვიმე გამოირჩევა დარბაზების განსაკუთრებულობით. დარბაზები და ტალანები შემკულია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ჰელიქტიტებით, სვეტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით, ფარდებით, მოფარდაგებულობით, კალციტის „ყვავილებით“ და „ფქვილით“, ოოლითებით, პიზოლითებით; არის კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები და 20-30 მ სისქის თიხის ფენები.სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას იჭრება წყალი. ახალი ათონის მღვიმე ძირითად ტურისტულ-საექსკურსიო ტრასაზე მდებარეობს. იგი სოხუმიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. დღეს ახალი ათონის მღვიმეს ჰყავს უამრავი ტურისტი. არის მოწესრიგებული და ის ყოველთვის მზად არის ტურისტების მისაღებად. ახალი ათონის მღვიმე თავის მნახველს გულგრილს არასდროს ტოვებს. კრუბერის გამოქვაბული. ეს გამოქვაბული მსოფლიოში ყველაზე ღრმა გამოქვაბულია და მისი სიღრმე 2190 მეტრს შეადგენს. ამ ღირსშესანიშნაობას სხვა რეკორდებიც უკავშირდება. კერძოდ, ზოგერთი წყაროს თანახმად, აქ მსოფლიოში ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მდებარეობს. მისი სიგრძე 18 მეტრია, იგი შავ ზღვაში ჩაედინება. კრუბერას მღვიმე არის ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმე დედამიწაზე, იგი მდებარეობს ბერჭილის ქედზე გაგრის რაიონში. მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიდები და სატალაგმიტები ასევე ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა, ასევე არის წყლის ნაკადები და პატარა ტბები, რაც დამახასიათებელია კარსული მღვიმეებისათვის. ეს გამოქვაბული დღემდე უამრავ ტურისტსა და სპეციალისტს მასპინძლობს. გამოქვაბულის სახელი, ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად ეწოდა. დღეისთვის სულ ეს იყო, შემდეგში კიდევ ბევრ საინტერესო ადგილებს შემოგთვაზებთ.#ტურისტები #ზონა #აფხაზეთი #SokhumiDaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 6 days ago
ზაფხულის ბეშუმური იდილია
დილით ეზოებიდან შემოსული ხმები, ხან “მარწყვის” და ხან “მაყვალის” ყიდვას რომ გვთავაზობენ, მიუხედავად იმისა, ტკბილ ძილს გვირღვევს, მაინც სასიამოვნო მელოდიასავით ხვდება ჩვენს ყურთასმენას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს “კაიმაღიც” თუ დაემატა, მაშინ, ჩათვალეთ, ზაფხულის იმ იდილიაში მოხვდით, ახლა მე რომ აღგიწერთ. ბეშუმი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მთის კურორტია. იგი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. წიწვოვან ხეებსა და მწვანე მინდვრებში ჩამალული ადგილი, შეუძლებელია თავდავიწყებით არ შეგიყვარდეთ, თუნდაც, ერთი ნახვის შემდეგ. მართალია, ჯერ მარტო გასაოცრად სუფთა და სასიამოვნო ჰაერის გამო ღირს ზაფხულობით აქ დასვენება, მაგრამ ის ყოველდღიური რუტინა, რომელსაც აქ ყოფნის დროს შეიმუშავებთ, ერთ-ერთი მიზეზი გახდება ამ კურორტის სიყვარულისა. დილა აუცილებლად უნდა დაიწყოთ ძალიან ადრე. გაღვიძებულს, უჩვეულოდ სასიამოვნო სიჩუმე, ჩიტების ჟღურტულსა და ხეების შრიალთან ერთად შეგეგებებათ. რახან ყველას დაასწარით და ადრე გაიღვიძეთ, აუცილებელია, რომ სწრაფად გაემზადოთ და პურის რიგის დასაკავებლად გაიქცეთ. დილით ყველას ძალიან უნდა ცხელ პურთან ერთად მიირთვას ის უგემრიელესი კაიმაღი, რომელიც თქვენი კოტეჯების კართან ყოველ დილით მოაქვთ გასაყიდად. მიუხედავად იმისა, გშიათ და დაუსრულებელ რიგში დგომა დამღლელეად გეჩვენებათ, საუზმე ყველა ენერგიას აღგიდნეთ და დღის სასიამოვნოდ გაგრძელების საშუალებას მოგცემთ. მართალია ზაფხულია და წესით, ძალიან უნდა გცხელოდეთ, მაგრამ ამაზე კარგ ჰავას ცხელი დღეების გასატარებლად ვერსად იპოვით. მთელი დღის განმავლობაში გაუსაძლისად მცხუნვარე ამინდის გარეშე შეძლებთ უამრავი აქტივობით დაკავდეთ და ისე გაატაროთ ყოველი საათი, რომ მზემ, ხშირ შემთხვევაში, არ შეგაწუხოთ. ამისთვის ბეშუმის თვალუწვდენელ მინდვრებზე პიკნიკი უნდა მოაწყოთ და მთელი წლის დაგროვებული სტრესი ბეშუმის ნიავს გაატანოთ. ცხელი პურის ყიდვა თუ საკმაოდ რთული გამოწვევაა, არის რაღაცები, რაც აქ ძალიან გაგიმარტივდებათ. მაგალითად, მეგობრების შეძენა. სრულიად უცნობ ადამიანებთან იმდენ საერთოს იპოვით და მთელი სამყაროსგან შორს, სხვებთან ერთად ისე დაუვიწყარ დროს გაატარებთ, რომ უბრალო ბეშუმური ნაცნობობა, შესაძლოა ცხოვრებისეულ მეგობრობად გადაგექცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა კოტეჯები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას, შთაბეჭდილება გექმნება, შენს უბანში მცხოვრებ ყველა მეზობელთან ერთად ერთ დიდ სახლში ვცხოვრობო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს დისკომფორტს ნაკლებად შეგიქმნით. სამაგიეროდ, მოგონებებით დახუნძლულს გაგიშვებთ შინ. დილაზე მეტად, აქ ალბათ, საღამოები უფრო განსაკუთრებულია. ყოველი დღე სრულდება სუსხიანი ზაფხულის ღამეში მოგიზგიზე კოცონით, უამრავი სპონტანურად მოფიქრებული თამაშით, სიმღერებით და თუ გაგიმართლათ, გიტარის ჰანგებითაც დაასრულებთ საღამოოებს. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას ბეშუმში ,,შუამთობას“ ზეიმობენ, სადაც მთელი აჭარა იყრის თავს, ამიტომ თქვენი დასვენება უფრო საინტერესო სახეს მიირებს და მერწმუნეთ, არ მოიწყენთ. ფოტო: VisitAjara.com _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#ბეშუმი #კურორტი #დასვენება #აჭარა #Batumidaily
Travel With Me
Kutaisi, Georgia · 2 weeks ago
მარილის ჭაობი - დაუჯერებელი სანახაობა ბოლივიაში
სალარ დე უუნი - ეს არის მარილის ჭაობი, ანუ ხმელი მარილის ტბა. Salar de uyuniმსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის ველია 10,582 კმ². სალიარი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ბოლივიაში, ზღვის დონიდან დაახლოებით 3650 მ სიმაღლეზე,ახლოსანდების ფეხი. მარილის ფენის სისქე ცენტრში 10 მეტრზე მეტია. მშრალ სეზონში მარილი იკავებს საკმაოდ ბრტყელ ადგილს და წვიმების დროს მარილის ჭაობი დაფარულია წყლის თხელი ფენით, რომელიც იქცევა მსოფლიოს უდიდეს სარკეში, რაც ქმნის განსაცვიფრებლად ლამაზ ანარეკლებს. ტბა ჩამოყალიბდა 13,000 ათასი წლის წინ, ოკეანეის უკან დახევის შედეგად მატერიკული სიღრმეებიდან და ახლა აქ არის ის, რაც ბევრმა იცის Alt Altano- ს ან ტბის ტიტიკაკას სახელით (გაიხსენეთ ჯეკ ლონდონი და მისი "სიცოცხლის სიყვარული"?). ამ წარმონაქმნის შუაგულში არსებობს ბუნებრივი წარმოშობის ორი ჭა, რომელთა დიამეტრი 10-15 სანტიმეტრია, ხოლო სიღრმე 120 მეტრი. ბევრი ტურისტი მიიღებს დაუვიწყარ გამოცდილებას ზაფხულში მანქანით მარილის ველის გადაკვეთაზე. ზაფხულის პერიოდში, ყველაფერი ძალიან ორიგინალური გამოიყურება - ქვემოთ ნათელია ცისფერი ცა და თოვლის თეთრი მარილი. ეს ყველაფერი ჰორიზონტზე მთავრდება - და ძნელია იმის გაგება, თუ სად მთავრდება დედამიწა და იწყება ცა. გარდა ამისა, წვიმიან სეზონში, როდესაც მარილი დაფარულია წყლის მცირე ფენით, ტბა ყველაზე დიდი სარკეა მსოფლიოში. ალბათ თითოეულ ჩვენგანს სურს ეს სილამაზე საკუთარი თვალით ნახოს. დიახ, ამ ადგილას ზამთარი საკმაოდ მწვავეა - და წარმოიდგინეთ, რამდენად უჩვეულოა თოვლი თოვლი მარილის ტბაზე. გაყინული წყლის კრისტალები ძნელია განასხვავოს მარილის კრისტალები ...#მოგზაურობა #ლამაზიადგილები #იმოგზაურე
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 1 week ago
მუხურას ჩანჩქერი
მუხურას ჩანჩქერი - 60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურას მიდამოები, ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზის სიახლოვეს, 886 მეტრი ზღვის დონიდან.