აია-სოფიას ისტორია. კონსტანტინეპოლი მეორედ დაეცა.

0
აია-სოფია (აგრეთვე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს. მისი მშენებლობა ბიზანტიის დიდი იმპერატორის კონსტანრინეს სახელს უკავშირდება. ტაძარი შენდებოდა 324-337. მის ასაგებად შერჩეულ იქნა კონსტანტინოპოლის ცხენების ბაზრობის მოედანი. სოკრატე სქოლასტიკელის გადმოცემის მიხედვით აია-სოფია 360-380 წლებში არიანების ხელში იყო, 380 წელს კი ბიზანტიის იმპერატორის თეოდორიუს I-ის ბრძანებით ტაძარი გადაეცა მართლმადიდებლებს და 380 წლის 27 თებერვალს იგი თავად წარუძღვა გრიგოლ ღვთისმეტყველს ტაძარში (რომელიც სულ მალე კონსტანტინრპოლის არქიეპისკოპოსად იქნა არჩეული). აია-სოფია სამჯერ აშენდა. პირველად იყო მეგალა ეკლესია, რომელიც იყო ხისგან ნაგები შენობა ბაზილიკის სტილში და ხის სახურავით გადახურული. ეკლესია 360 წელს აიგო. 404 წელს იყო სახალხო აჯანყება, რომლის დროსაც მომხდარმა ხანძარმა ტაძრის ნაწილი იმსხვერპლა. მეორედ აია-სოფია აშენდა 415 წელს თეოდოსიუს II დროს. ეს იყო ახალი ეკლესია ბაზილიკის სტილში აგებული, ხის სახურავითა და მონუმენტალური შემოსასვლელით. 532 წელს სახალხო ნიკას აჯანყების დროს ტაძარი კვლავ დაიწვა, ამიტომ იუსტინიანე I ბრძანა აღედგინათ ტაძარი. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საუკეთესო არქიტექტორები ისიდორ მილეთელი და ანფიმ ტრალელი. მის ასაგებად გამოყენებულ იქნა საუკეთესო ხარისხის მარმარილო და სხვა სამშენებლო მასალები. ეს მარმარილო მოჰქონდათ ნომიდიიდან, პროკონისადან, კარისტადან და იერაპოლიიდან. ტაძარი მოპირკეთებულ იქნა ოქროთი, ვერცხლით და სხვა ძრირფასი ლითონებით. აია-სოფიას სახელი „დიდებული“ უკვე მშენებლობის პერიოდში მიენიჭა. ტაძრის რესტავრაცია მალევე დასრულდა და ის საზეიმოდ გაიხსნა 532 წლის 27 დეკემბერს.

დღეს.

1453 წლის შემდეგ დღეს კონსტანტინეპოლი მე-2 ჯერ დაეცა . აია-სოფია მეჩეთად გადაკეთდება . #აიააოფია #კონსტანტინეპოლი #ისტორია #ფაქტები
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
0