ნახშირით გათეთრება.
მეთოდი არც თუ ისე სასიამოვნოა: გათეთრებისათვის საჭიროა კბილების ნახშირით "პალიროვკა". ეს იაფი, მაგრამ ეფექტური საშუალებაა იმ შემთხვევაში, თუ კბილების გათეთრება მოკლე დროში - 2 დღეში გსურთ. აიღეთ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი და შეიზილეთ იგი კბილებზე. ნახშირი ხსნის ყვითელ ნადებს და კბილებს ხდის თეთრს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროცედურის შემდეგ კარგად გამოისუფთავოთ პირის ღრუ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ კბილებს თეთრი ვეღად ეწოდება.
სოდით გათეთრება.
სცადეთ კბილების გახეხვა, კბილის პასტისა და საკვები სოდის ნაერთით. სოდა არ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას ზიანს, სამაგიეროდ კბილები დღითიდღე უფრო და უფრო თეთრი გახდება. პროპორცია შეარჩიეთ დამოუკიდებლად, ნახევარი ჩაის კოვზი სრულიად საკმარისი იქნება.
წყალბადის ზეჟანგით გათეთრება.
ეს მეთოდი წინებისგან განსხვავებით ყველაზე საფრთხისშემცვლია. რა თქმა უნდა, სასურველ შედეგს მიიღებთ, მაგრამ წყალბადის ზეჟანგის მიღების შედეგად მიიღებტ პირის ღრუში არასასიამოვნო შეგრძნებას და დისკომფორტს. ასევე აუცილებელია გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ჩაყლაპვა, რადგან ამას შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ყურადღებაა საჭირო მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც, რადგან მრავალჯერ გამოყენება აზიანებს კბილის ემალს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვიტეთ ამ მეთოდის გამოყენება წყალბადის გადაყლაპვისაგან თავის გაზღვევისათვის გაითვალისწინეთ: არ გამოივლოთ იგი პირის ღრუში, ჯობს დაასველოთ ბამბიანი ჩხირი და ისე წაისვათ წყალბადი კბილებზე.
კენკრით გათეთრება.
არსებობს კბილების გათეთრების ბევრად გემრიელი მეთოდები. შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მარწყვითა და ხენდროს გამოყენებით გათეთრება. გაიხეხეთ კბილები ამ კენკრის წვენით (ისევე როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტის გამოყენებისას, ოღონდ ჯაგრისი ჩააწეთ წვენში), მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამ პროცედურის შემდეგ კბილების პასტით გამოხეხვა, რომელიც წვენისგან დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს კბილებს.
ლიმონით გათეთრება.
კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალებაა ლიმონი. კბილების გათეთრებისთვის გამოიყენეთ ლიმონის ცედრა (ეს არის ლიმონის ქერქის თეთრი ფენა). ასევე სასარგებლოა ლიმონის წვენით იგივე პროცედურის ჩატარება. ამ მეთოდების გამოყენება შეიძლება თანმიმდევრობით.
თვითნაკეთი კბილის პასტით.
თუ გსურთ კბილების გათეთრება, მაგრამ არ იცით რომელი კბილის პასტა გამოიყენოთ ან არ ენდობით მათ, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი. ამისათვის აიღეთ წყალბადის ზეჟანგი, შეურიეთ იგი საკვებ სოდას, შემდეგ კი დაამატეთ ცოტაოდენი კბილის პასტა. ნაერთი კიდევ ერთხელ აურიეთ და შემდეგ მისი საშუალებით გაიხეხეთ კბილები.
#სილამაზე
#სილამაზისხრიკები
#თავისმოვლა #ღიმილი #selfcare
#selfcareathome
#ახალიამბები
#ჯანსაღიცხოვრება