მოგზაურობა

0
მოგზაურობა, ყველასათვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი განტვირთვის საშუალებაა უდაოდ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მას თან ახლავს სირთულეები და საფრთხეები. როგორ უნდა გადავლახოთ ისინი? რისი ცოდნაა საჭირო? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სანამ სამოგზაუროდ წავალთ? ამ და კიდევ მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ პასუხების პოვნაში. მოგზაურობა კარგი საშუალებაა ახალი ადგილების აღმოსაჩენად. თავდაპირველად ხომ ეს დანიშნულება გააჩნდა მას. ადამიანები რთულ გზებს გადიოდნენ ახალი მიწების მოზიების პროცესში. სამყაროს თავისი არსებობის პერიოდში უამრავი დიდი მოგზაური ახსოვს, რომელთა დამსახურებაცაა დედამიწაზე ხმელეთის ნაწილების აღმოჩენა, სხვადასხვა ერების ერთმანეთში არევა, ახალი შესაძლებლობების პოვნა და სხვა. მაგალითისთვის გავიხსენოთ რამოდენიმე მათგანი: ვასკო და გამა - პორტუგალიელი მოგზაურები, რომელის დამსახურებაცაა ახალი სავაჭრო გზის აღმოჩენა ინდოეთთან დაკავშირებით; ვასკო ნუნიეს დე ბალბოა - პიროვნება, რომელმაც პირველმა იხილა წყნარი ოკიანე ამერიკის მხრიდან; ბარტლომეუ დიამი - კეთილი იმედის კონცხის აღმომჩენი; მარკო პოლო - მოგზაური, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ევროპიდან, ვინც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთამდე მიაღწია. მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილია, რომლის ნახვასაც თითოეული ჩვენგანი ვისურვებდით. ეს ადგილები განსხვავდებიან ისტორიით, ბუნებრივი გარემოთი, ტრადიციებით და სხვა უამრავი ნიშნით. სწორედ ეს განსხვავებულობაა, რაც მათკენ გვიზიდავს. მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ისტორიით, სამზარეულოთი და ბუნების სილამაზით მრავალფეროვანია. თითოეული მისი კუთხე განსხვავებულ ისტორიას მალავს, რაც მას უფრო საინტერესოს და მომხიბლავს ხდის. ეს მისი განსხვავებულობაა, რაც არა მარტო მის მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს იზიდავს. ხშირად შევხვდებით უცხოელს, რომელიც შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე, რაც ყველას ასე ძალიან გვახარებს. ჩვენი ქვეყნის რელიეფური მრავალფეროვნებაა ერთ-ერთი განმაპირობებელი ტურისტების სიმრავლისა, ნებისმიერ სეზონზე.
მოგზაურობა მხოლოდ განტვირთვის საშუალება როდია. მოგზაურობისას შეგვიძლია გავიცნოთ ახალი ადამიანები, შევიძინოთ მეგობრები, ავიმაღლოთ რწმენა საკუთარი თავის, და სხვა. ძალიან მარტივად, შეგვიძლია მივმართოთ ტურისტულ კომპანიას მარშრუტის დასაგეგმად, მაგრამ მოგზაურობა უფრო ამაღელვებელი და საინტერესო ხდება, როდესაც მას ჩვენვე ვგეგმავთ. ის უფრო მეტ სირთულეებთანაა დაკავშირებული, როდესაც სხვა ქვეყის მონახულება გვსურს.
უფრო მარტივია საკუთარი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის დაგეგმვა, რადგან ჩვენ ასე თუ ისე ვიცნობთ მას. მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდგომი ფაქტორები: ალერგიულობა, ფიზიკური მონაცემები, ჩვენი შესაძლებლობები პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, ფინანსები და სხვა. იმისათვის რომ უკეთ გავერკვეთ მოგზაურობის სირთულეებთან , არსებობს სვადასხვა ბანაკები. სადაც ლაშქრობებისა და მცირე ტრენინგების შედეგად, უფრო მეტს ვიგებთ თუ როგორ უნდა გადავლახოთ ჩვენს წინ არსებული სირთულეები. როგორც ვთქვი ერთ-ერთი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ სამოგზაუროდ წასვლისას, პირველადი დახმარების ცოდნაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რიგ შემთხვევებში, როგორიცაა: ნაჩხვლეტი ჭრილობა, დასუსხვა, ფეხის გადაბრუნება, კუნთის დაჭიმვა და სხვა. თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორ უნდა დავეხმაროთ, არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვასაც დიდი ალბათობით, მსგავსი შემთხვევა არც თუ ისე სასიამოვნოდ დაგამახსოვრდებათ. როგორც ზევით ავღნიშნე უამრავი ადგილია მსოფლიოში რომლის მონახულებასაც ვისურვებდით. თუმცა ეს როდია მარტივი. პირველი კითხვა რაც თითოეულს გვიჩნდება, როდესაც მოგზაურობაზე დავიწყებთ ფიქრს არის: ფინანსები. შევძლებ კი ჩემი შემოსავლით ჩემი სასურველი ადგილის მონახულებას? ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა ერთი შეხედვით ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ. მაგალითად თუ თქვენ გადაწყვეტთ წახვიდეთ სამოგზაუროდ პარიზში, 1 ადამიანი 7 დღით დაახლოებით - $1450 დაგიჯდებათ, რომი იგივე შემთხვევაში $1121, ტურის მიხედვით ტიბეტი 5 დღით 1 პერსონა -$1500. ეს დაახლოებითი ფასებია რისი გადახდაც თქვენ მოგიწევთ, სასურველი ადგილის მონახულებისას.
ამ შემთხვევაში როგორც ყველა მოგზაურობაში თქვენ ნამდვილად მოგებული დარჩებით, უკან თავგადასავლებით, ემოციებით და უამრავი ახალი მეგობრით დაბრუნდებით. რაც თქვენი სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პირობაა და მიზნებისკენ სწრაფვის ახალი ენერგიები.
#ხელოვნება
#სპორტი
#მოგზაურობა
#კულინარია
#ჯანსაღიცხოვრება
#feedcgrant
#feedc
Feedc Support
Feedc
Feedc Community საქართველო
0