სპორტი/ფიტნესი

0
როდიდან იღებს სპორტი სათავეს? რა გამოცდილება აქვს ადამიანს სპორტში? რა სარგებლობის ან ზიანის მოტანა შეუძლია მას? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხს, შევეცდებით რომ ვუპასუხოთ და უკეთ გაგაცნოთ ის. სპორტი უძველესი დროიდან აქტიურად გვხვდება ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ არა როგორც თანამედროვე სამყაროში. ანუ უძველესად მას ნადირობა, თავის დაცვა, ნადირისგან თავის დაღწევა და სხვა. დიახ ეს ის პირველყოფილი ადამიანის სპორტის მიმართულებებია, რომლის წყალობითაც მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები გააჩნდა, რასაც დღემდე იკვლევს მეცნიერება. თანამედროვე სამყაროსი მან დიდი ყურადღება დაიმსახურა. უამრავი ადამიანია დაკავებული სპორტით, როგორც პროფესიულ ისე სამოყვარულო დონეზე. ამავდროულად რიგ სახელმწიფოებში, ბავშვებს სკოლებში უტარებენ სპორტის გაკვეთილებს: მინიმუმ 2 დღე, რაც კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს მის მნისვნელობას და სარგებლობას. ადამიანს თითოეული სპორტული ქმედებისათვის სჭირდება „საწვავი“ ანუ ენერგია, რომელიც კალორიების წვის შედეგად მიიღება. თავად კალორიებს კი საკვებიდან ვიღებთ. ზრდასრულ მამაკაცს, რომელიც არ ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას დღეში 2500-2700 კალორია სჭირდება, რაც შეეხება ქალს 2000-2200 კალორია.
რაც უფრო დიდია ფიზიკური დატვირთვა, მით უფრო მეტი კალორია სჭირდება ადამიანის ორგანიზმს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი ჯერ დაისტრესება, შემდეგ კი - გადაიწვება, რაც საბოლოოდ უარყოფითი შედეგის მომტანია.
პროფესიონალ სპორტსმენებს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მეტი კალორია სჭირდებათ, სირთულეების გადასალახად. სწორედ კალორიებს უკავშირდება ყველასათვის საოცნებო წონის კლება. თუ თქვენ დღეში იმაზე მეტ კალორიას დახარჯავთ, ვიდრე მიიღებთ ეს უკვე ნაკლებ კილოგრამებს ნიშნავს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი კვება. შედეგის მისაღებად „ჭანსაღი“ წონის კლება კვირეები მიმდინარეობს. მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ ახერხებენ სპორტსმენები 5 დღეში - 10 კილოგრამის დაკლებას? პასუხი არის წყალი. მოკლე დროში სპორტსმენი ასრულებს რთულ ფიზიკურ ვარჯიშს, რის შედეგადაც დიდი რაოდენობით ოფლი გამოიყოფა. ამ პროცედურის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ასევე მაღალი ტემპერატურა. სწორედ ამიტომაა, რომ სპორტსმენები ვარჯიშის შემდეგ ეხვევიან ქსოვილებში და აცვიათ თბილი ტანსაცმელი. ეს თერმულობას უზრუნველყოფს და წყალიც ორმაგად გამოიყოფა.
მაგრამ თუ კვებით იკლებენ დღეში 1 კილოს, ჭამენ 200 გრამ საკვებს, რასაც გამოშრობა ჰქვია. როდესაც სასურველ შედეგს იღებენ და მას სასწორზე აღბეჭდავენ, იწყებენ წყლის და საკვების მიღებას, რასაც აღდგენა ეწოდება. ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად, არანაკლებ მნისვნელოვანია თუ რა სახის საკვებისგან ვიღებთ ენერგიას. დღეს დღეობით მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს - არაჯანსაღი კვება. შაქრისა და მარილის ჭარბი ოდენობა, ნახევარფაბრიკატები, გაზიანი სასმელები და ა.შ. ეს მოსახლეობის ყოველდღიურ რაციონს წარმოადგენს, როცა ამ საკვებს რიგი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. ამერიკის ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარკვეულ ვადებში აქვეყნებს, კვების სახელმძღვანელოს, რომელშიც რეკომენდაციები იქნება სწორი კვების შესახებ. სახელმძღვანელოში ყოველდღიური საკვებიპროდუქტები სქემატურად, თეფშზე იქნება გამოსახული. ერთ-ერთი რეკომენდაციით, ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიური საკვების 30%-ს ბოსტნეული, 20%-ს ხილი, 30%-ს მარცვლეული, ხოლო დარჩენილ 20%-ს ცილოვანი პროდუქტები უნდა შეადგენდეს.
ისეთ სპორტსმენებს, რომლებიც ჩვენს პლანეტას ახსოვს: მუჰამედ ალი-კასიუს კლეი, რომელმაც შეცვალა კრივის მიმდინარეობა; უსეინ ბოლტი- ყველაზე სწრაფი გარბენი; ლაშა ტალახაძე - პლანეტის ძლიერი მამაკაცი. არიან ადამიანები რომლებსაც ეკრძალებათ ფიზიკური დატვირთვა. ეს ან თანდაყოლილი დაავადების ან შეძენილი პრობლემის გამოა. მაგრამ არსებობს დაავადებები, რომელთა დამარცხების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა სპორტია. რიგი ხერხემლის პრობლემების დამარცხებაში ცურვა გვეხმარება, გულსისლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების შემთხვევაში - მსუბუქი კარდიო სირბილი. მაგრამ ეს ყოველივე შედეგის მომცემია ზომიერების ფარგლებში, ექიმის მეთვალყურეობით.
ვარჯიშით წყალობით ორგანიზმში გამოიყოფა სხვადასხვა ჰორმონი. ერთ-ერთია ბედნიერების ჰორმონი, რომლიც სტრესს უბრალოდ ბლოკავს. ამ ყველაფრის წყალობით ვხდებით უფრო აქტიურები, თავდაჯერებულები და მიზანდასახულები. სპორტსმენის წარმატებას კი, ბევრი შრომა და ოფლის ღვრა სჭირდება, როგორც სპორტის ოსტატები ამბობენ.
#feedcgrant
Feedc Support
#feedc
#feedcnews
#კულინარია
#მეცნიერება
#ჯანსაღიცხოვრება
#სპორტი
#ახალიამბები
Feedc
#sport
0