0
Education Is Not the Learning of Facts, But the Training of the Mind To Think Albert Einstein ასეა ეს და დიდი ხანია ამ აზრზე ვარ, მაგრამ...თურმე ამაშიც დამასწრო ? ხუმრობა იქით იყოს და... თსუ-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე, ცალკე საგნად გვასწავლიდნენ ლოგიკას...პირველი კურსი იყო თუ არ ვცდები... „ლოგიკა არის მეცნიერება სწორი აზროვნების კანონების შესახებ” - მონოტონურად, შეგონებასავით წარმოთქვა ლექტორმა ეს ფრაზა, რომელიც კარგად ჩამებეჭდა რატომღაც გაყინულ აუდიტორიაში მჯდომ ახალგაზრდას (90-იანი წლები იყო)... სწორად აზროვნების უნარს მოკლებულია თანამედროვე საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა...უჭირს აზროვნება იმასაც ვისაც პირდაპირ მოეთხოვება/ევალება კიდეც...შავისა და თეთრის გარჩევის, ფაქტებისა და მოვლენების ადეკვატურად აღქმისა და შეფასების უნარის დეფიციტი უპერსპექტივობას გვიქადის მხოლოდ... რაც შეეხება განათლებას/განათლებულობას... მინახავს ევროპაში , , განსწავლულები”, ჰარვარდის კურსდამთავრებულებიც შემითვალიერებია...მათი უმეტესობის ჰაბიტუსი უცნაური შარავანდედით იყო მოსილი თითქოს, რელიეფურად დატანილი წარწერებით - „იდიოტი”, „კომპლექსიანი”, „გოიმი”, პიროვნულად არშემდგარი და ა.შ. ასე, რომ...სავსებით შესაძლებელია ადამიანს დამთავრებული ჰქონდეს ორი უნივერსიტეტი, წაკითხული ჰქონდეს დოსტოევსკის იდიოტიც კი, მაგრამ იყოს ი დ ი ო ტ ი, ცხოვრებისეულად დილეტანტი უკეთეს შემთხვევაში...მარტივი მიზეზის გამო, - მიღებულ ინფორმაციას გადამუშავება/დახარისხება და ურთიერთშეჯერება უნდა სათანადოდ, რაც აზროვნების უნარს მოითხოვს... მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა წრთვნა ვერ შველის, თუ ბუნებამც არ უშველა...სისხლის ჯგუფივითაა თითქოს, შეცვლა შეუძლებელია... P.s. და რამ წამომიარა ამსაღამოს, ნეტა?? სულ ამ?? გენიოსის ბრალი უნდა იყოს?
0