კულინარია

0
კულინარობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ადამიანები დასაბამიდანვე ცდილობდნენ სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთთან შერევით, მიეღოთ რაიმე ახალი. იმის გამო რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული სახის პროდუქტები იზრდება, მსოფლიო კულინარია უფრო მრავალფეროვანია. მსოფლიოს თითოეული კუთხე გამოირჩევა, ამა თუ იმ საკვები პროდუქტით. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საყვარელი საჭმელი, რომელზეც უარს არასდროს ვამბობთ. ასევე არსებობს საჭმელები რომლებიც გამოირჩევიან ადამიანებში პოპულარობით. მას შემდეგ რაც ხალხმა ერთმანეთში მიმოსვლა და ერთმანეთის კულტურის გაცნობა დაიწყო, სხვადასხვა ტრადიციებთან და წეს-ჩვეულებებთან ერთად მოხდა მათი კერძების არევაც. რამაც განაპირობა შემდგომში კერძის კონკრეტულ ქვეყანაში დამკვიდრება და წარმოჩენა, ისე თითქოს ეს კერძი ამ სახელმწიფოს სახეა. მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, ამა თუ იმ პოპულარული კერძების ნამდვილი წარმოშობა.დღეს როდესაც კულინარია და მისი შესწავლა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად იქცა, ადამიანებმა გავიგეთ მათი წარმოშობის ნამდვილი ისტორიები. აქ თქვენ გაეცნობით რამდენიმე ცნობილ კერძს, რომლთა წარმოშობის ადგილი სულაც არ არის ის ქვეყანა, რომელიც მას, დღეს მის ერთ-ერთ სახედ წარმოაჩენს. აზიური სამზარეულო რომელიც ცნობილია არომატებისა და სუნელების სიმრავლით დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონური და იდნური კერძების პოპულარობა. მაგრამ ყველა ის კერძი რომელსაც ისინი გვთავაზობენ არის კი მათი ტრადიციული კერძი? პასუხია არა. ნამდვილად ცდებით თქვენ თუ ფიქრობთ რომ ცნობილი სამოსა, ტრადიციული ინდური კერძია. ის სამხრეთ აზიასა და აფრიკაში შუა აღმოსავლეთის შეფებმა შემოიტანეს, ხილჯის დინასტიის მმართველობის დროს. ამ კერძის თანამედროვე სახელწოდება „სამოსა“ მომდინარეობს მისი უძველესი სახელწოდებიდან: „სამბოსა“ ან „სამსა“. მისი უძველესი სახელი ცენტრალურ აზიაში არსებული პირამიდის სახელწოდებიდან მომდინარეობს.
შესაძლებელია გაგიკვირდეთ, მაგრამ იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთი სახე და შეიძლება ითქვას მისი , , სავიზიტო ბარათი“ -სუში, სულაც არ არის იაპონური. ის მართლაც აზიური კერძია მაგრამ არა იაპონური. უძველესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ხორცს (ქათამს ან თევზს) ახვევდნენ ბრინჯში, რათ ის კვლავ ახალივით ყოფილიყო და მისი გამოყენება უფრო დიდხანს შესძლებოდათ. ამ კერძის ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება. მან დიდი პოპულარობა ჰპოვა იაპონიაში და მისი სამზარეულოს ერთ-ერთი დამახასიათებელი კერძი გახდა.
მაგრამ ზემოთ აღნიშნული ფაქტები არაფერია იმასთან, რასაც აზიური სამზარეულო მალავს. ის მშობელია არა მარტო თავის კონტინენტზე არსებული კერძებისა, არამედ ევროპულ სამზარეულოში არსებული ძალზედ ცნობილი კერძისა. ალბათ ყველასათვის გასაკვირი იქნება, განსაკუთრებით კი პასტის მოყვარულებისთვის, ის ფაქტი რომ ის სულაც არ არის იტალიური კერძი. სინამდვილეში მისი წარმოშობის არეალი ჩინეთია. მისი აღმომჩენი ცნობილი იტალიელი მოგზაური მარკო პოლოა. რომლის მეშვეობითაც მოხდა მისი იტალიაში გამოჩენა და დამკვიდრება. როგორც ცნობილია, პასტა მის მოგზაურობამდე ჩინეთში დიდი ხნის აღმოჩენილი და ძალზედ ცნობილი იყო. თუმცა მისი იტალიაში მოხვედრის შემდგომ, მან მოახერხა სწრაფად გავრცელებულიყო და დამკვიდრებულიყო. დღეს დღეობით ვერ ნახავთ იტალიურ რესტორანს, სადაც პასტა მათ ერთ-ერთ მთავარ კერძს არ წარმოადგენს.
არანაკლებ ცნობილი და საიდუმლოებით მოცულია ევროპული სამზარეულო. ის აზიური კერძების მსგავსად, არ გამოირჩევა სუნელების მრავალფეროვნებით, მაგრამ საზოგადოებისათვის მაინც საინტერესო და საყვარელ კულინარიულ მიმართულებად რჩება. თუმცა მასშიც არის რაღაც განსაკუთრებული, ამას კერძების სიმარტივე და მათი გემო ეწოდება. ევროპულ სამზარეულოში შევხვდებით კერძებს რომლებიც თითქოს ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სწორედ ეს არის ევროპული სამზარეულოს ხიბლი. ევროპული ქვეყნების სამზარეულოებში ვხვდებით კერძებს, რომლებიც სულაც არ არის მათი კერძი, მაგრამ ეს ამ სახელმწიფოს სახედ იქცა მას შემდეგ, რაც ფართო მაშტაბებზე გაიტანეს. მაგალითად ცნობილი ფრანგული ფრი,
რომელიც სინამდვილეში, ფრანგების თქმით სულაც არ არის მათი. მათივე თქმით ის ბელგიურია. აქვე უნდა ვახსენოთ ცნობილი ბრიტანული კერძი, რომელიც წოდებულია როგორც , , კვების ისტორიის შეუსაბამობად“ ანუ თევზი და ჩიფსი. მკვლევარები ამბობენ რომ ის არ უნდა იყოს ბრიტანული კერძი, რადგან ის არ შეესაბამება ტრადიციულ ბრიტანულ სამზარეულოს. მისი წარმოშობა ვერ დაადგინეს და დღემდე უცნობია, თუმცა აქვე აღნიშნავენ რომ ის არც ფრანგული და არც ბელგიური უნდა იყოს. ევროპული სამზარეულოს საიდუმლოება მხოლოდ ამით როდი სრულდება. როგორც კულინარიის მკვლევარები ამბობენ, ის ფუძემდებელია ისეთი კერძებისა როგორიცაა: ჩიზქეიქი და ვაშლის ღვეზელი. თანამედროვე სამყაროში ყველა თვლის, რომ ჩიზქეიქი წარმოშობით New York-დანაა, თუმცა მკვლევარები სულ სხვას ამბობენ. მათი თქმით ის მსოფლიოში პირველად ბერძნებმა შემოიტანეს და სწორდ ბერძნები არიან მათი ფუძემდებლნი. რაც შეეხება ვაშლის ღვეზელს, ის ამერიკელების საყვარელი დესერტია და ალბათ, დაღონდებიან როდესაც შეიტყობენ რომ ის სულაც არა მათი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მისი წარმომავლობა ბრიტანეთს უკავშირდება. ის ბრიტანეთში ცნობილი უნდა ყოფილიყო, როგორც „ Pyes” და მის მოსამზადებლად ხორცს იყენებდნენ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ საიდუმლოებებისა, რასაც მსოფლიო კულინარია მალავს. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ მათი ნამდვილი ისტორიები და დაგანახოთ მსოფლიო კულინარიის ნამდვილი სახე. ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ ზემოთ აღნიშნული კერძებიდან ერთ-ერთის რეცეპტი
ვაშლის ღვეზელი • 3 ც კვeრცხი • 400 გრ შაქარი • 250 გრ კარაქი • 100-150 გრ არაჟანი • 1 ჩ.კ სოდა • 1 ჩ.კ ძმარი • 2 შეკვრა ვანილი • 1/4 ჩ.კ მარილი • 4-5 ჭიქა ფქვილი ( ან რამდენსაც შეიზელს) • 2 კგ ვაშლი წინასწარ მოამზადეთ ვაშლის ხილფაფა: ვაშლი გათალეთ, გულები ამოაჭერით, დაჭერით და სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. ცოტა წყალი დაასხით დ დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. სანამ ვაშლი არ ჩაიშლება. ბოლოს 2-3 ს.კ შაქარი დაუმატეთ და გააგრილეთ. ამასთანავე კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ვანილი დაუმატეთ. ასევე არაჟანი და გამდნარი კარაქიც შეურიეთ. ჭიქაში გახსენით სოდა და ძმარი და შემდეგ ესეც ჯამში გამზადებულ მასას შეურიეთ. ფქვილი ნელ-ნელა ჩაამატეთ. ბოლოს ხელით ურიეთ და, რაც მთავარია, ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ცომის ნაწილი ( დაახლოებით 3 ს.კ) ცალკე გადადეთ, რათა ბოლოს ნამცხვარი მორთოთ. ამასობაში ღემელში შემთბარ ფორმას კარაქი მოუსვით და მასზე ცომი გაანაწილეთ. ზემოდან ხილფაფა წაუსვით ისე, რომ ცომის გვერდები ოდნავ მოჩანდეს. ცალკე გადაღებული ცომი ფქვილში კარგად მოზილეთ, რომ მკრივი გახდეს. შემდეგ ორად გაყავით და თითო ნაწილისგან ხუთი სხვადასხვა ზომის გრძელი და ბრტყელი ფირფიტები დაამზადეთ. ამ ფირფიტებით ხილფაფის ზემოდან ე.წ ” კლეტკა” გააკეთეთ, აირღუმელში შედგით და ერთი საათის განმავლობაში აცხვეთ. პატარარეცეპტიც მიიღეთ ჩვენგან(ღიმილი).
Feedc
Feedc Community საქართველო
#feedcgrant
#feedc
#კულინარია
#ჯანსაღიცხოვრება
#მოდა
#ხელოვნება
#ახალიამბები
0