ინგუშეთმა საქართველოსთან შეერთების სურვილი გამოთქვა, პროკლამაცია:უკვე 250 წელია რაც ინგუშეთი რუსეთის

0
ინგუშეთმა საქართველოსთან შეერთების სურვილი გამოთქვა, პროკლამაცია: უკვე 250 წელია რაც ინგუშეთი რუსეთის შემადგენლობაში იმყოფება, ამან კი სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას სულაც არ შეუწყო ხელი. პირიქით, რუსეთის იმპერიული პოლიტიკა ჩვენი ერის მიმართ დაფუძნებული იყო სიცრუესა და უსამართლობაზე, რაც ხელს უშლიდა ინგუში ეთნოსის განვითარებასა და აყვავებას. ოკუპაციის პერიოდში ჩვენმა ერმა გადაიტანა დარბევები, დევნა ეროვნული ნიშნით, გენოციდი, დეპორტაციები, ტერიტორიების ჩამოჭრა და საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაცია და დაკარგვა. 1992 წელს ფორმალურად აღდგენილი ინგუშეთის რესპუბლიკა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. 1991 წლის. არსებობს საფრთხე, რომ ინგუშეთის თვითყოფადობა და სახეხლმწიფოებრიობა აღარ იარსებებს, რადგანაც ფედერალურ ცენტრს ინგუში ერის ხმა არ ესმის. სტაბილური განვითარებისთვის, მომავალი თაობების ღირსეული ცხოვრებისთვის ერთად ერთი გზა არსებობს – რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან გამოსვლა და საქართველოსთან, რომელიც სამართლიანი და დემოკრატიული ქვეყანაა, შეერთება. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას და მთელი მსოფლიოს საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ჩვენი ერის არჩევანს და ინგუშეთი შეუერთდეს საქართველოს.
#გიგიორაგველიძე
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#სპორტი
#მოდა
#ჯანსაღიცხოვრება
#ბიზნესი
#მეცნიერება
#კულინარია
#ტექნოლოგიები
#ასტროლოგია
0