0
ჩემი ამერიკელი კლიენტი ორი დღეა მიგზავნის ინგლისურენოვანი წარწერების ფოტოებს სხვადასხვა ადგილებიდან... ის თან ხალისობს და თანაც გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ისეთ ადგილებშიც კი სადაც თითქოს სტანდარტი მაღალია სწორად ვერ წერენ ორ სიტყვას... მაგალითად, გუშინ შესულა ბათუმის ერთ-ერთი კარგი რესტორნის საპირფარეშოში სადაც უნახავს გამაფრთხილებელი წარწერა - Keep Cleaning ??‍♂️ აქედან?? ორი ფოტო გადაღებულია ბათუმი-თბილისის მატარებლის ე.წ. ბიზნეს კლასის ვაგონში... ცალკე განხილვის თემაა თარჯიმნების მომზადების დონე, რასაც მოგიყვებით ალბათ, როცა დედამიწის ზურგზე ყველაზე სულელური სამართალწარმოება დასრულდება მის საქმეზე
0