იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
კორონავირუსის დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი იმერეთში გამოვლინდა. ქუთაისში გასულ დღე-ღამეში „კოვიდ 19“ -ზე 1000-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში განუცხადეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა პირს, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს და კარანტინში იყო მოთავსებული. ქუთაისის ინფექციური კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 3 პაციენტი მკურნალობს", - განაცხადა თემურ ნადირაძემ. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ჯამში 48 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#კორონავირუსი
#kutaisidaily
#ახალიამბები
0