სამხრეთ აზიაში დღეები როდესაც ჰაერის ტემპერატურა და დაბინძურება ექსტრემალურად მაღალია, სულ უფრო ხშირ

0
?მაღალ ტემპერატურას და ჰაერის დაბინძურების დონეს, ერთნაირად ნეგატიური ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე- ასთმით დაწყებული გულის დაავადებით დამთავრებული. მაგრამ ჩვენ მაინც უმოქმედოდ მივშტერებივართ ჭუჭყიან და ცხელ მომავალს. დიდი იდეა ?მთელი მსოფლიო მასშტაბით იზრდება დღეების რაოდენობა, როდესაც ჰაერის ტემპერატურის და დაბინძურების დონე ერთნაირად მაღალია. 2019 წლის ნოემბერში, ახალ დელიში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ჰაერის დაბინძურების დონე კაცობრიობის ისტორიაში. ამავე ზაფხულს დასავლეთ ევროპის სიცხეებს 1500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ?ტეხასის უნივერსიტეტში გადაწყვიტეს გამოეკვლიათ თუ რამდენად გაიზრდება მომავალში ამ ორმაგად მავნე დღეების სიხშირე და რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას. ამ ტესტის განსახორციელებლად გამოიყენეს კომპიუტერული მოდელი და შესასწავლ ლოკაციად აირჩიეს სამხრეთ აზიის ტერიტორია, ეს ერთერთი ცხელი წერტილია ჰაერის დაბინძურების და კლიმატის ცვლილების კუთხით. ამ მოდელით ხდება სათბურის აირის, ჰაერის დაბინძურების შესწავლა ინდუსტრიულ და ინდივიდუალურ დონეზე, ასევე მოსახლეობის ზრდის, იმიგრაციის ტრენდებისა და იმის კვლევა, თუ რა გავლენას ახდენს ამინდი ჰაერის დაბინძურებაზე. ?მიღებული მონაცემების შედეგად, ისინი იუწყებიან რომ 2050 წლისთივს ასეთი დღეები მნიშვნელოვნად გახშირდება, შესაბამისად მოიმატებს იმ ადამიანთა რიცხვი ვის ჯანმრთელობასაც ზიანი მიადგება მაღალი სიცხითა და ჰაერის დაბინძურების დონით. ?სამხრეთ აზიაში, დღეის მდგომარეობით 1, 5 მილიარდი მაცხოვრებელია, რაც 2050 წლისთვის 2 მილიარდამდე გაიზრდება. ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში და ნახშირბადის ან სხვა დამაბინძურებლების მცირედით შემცირებით ორმაგად ექსტრემალური დღეების რაოდენობა 175%-ით მოიმატებს; ანუ უხეშად რომ ვთქვათ წელიწადში 78 დღე იქნება. რატომ არის ეს მონაცემები მნიშვნელოვანი ?სიცხეც და ჰაერის დაბინძურებაც, ორივე ერთნაირად მძიმედ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე: ექსტრემალურად ცხელი ამინდი ზრდის სიცხისგან გამოფიტვის, გადაცხელების შანსს და ასევე ართულებს ისეთ ქრონიკულ დიაგნოზების როგორიც არის გულის დაავადება. ხოლო, ჰაერის დაბინძურება ცნობილია ისეთი დაავადებების გამწვავებით ან წარმოქმნით როგორიც არის ასთმა, ორსულობის გართულებები და ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებები. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს როდესაც ძალიან ცხელა და თან ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც უსაშველოდ მაღალია. ?მეცნიერები ამბობენ, რომ ჰაერის დაბინძურებას რომ ემატება სხვა პერმანენტული სტრესორი, ადამიანის ორგანიზმი ბევრად უფრო მარტივად ნებდება მასზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს. ეს ნათლად გამოჩნდა ჰაერის დაბინძურების და მოწევის კომბინაციის დროს, ან მისი და კორონავირუსის ურთიერთ არსებობისას. რა არ ვიცით ?არ გვაქვს სრული ინფორმაცია, იმის შესახებ თუ როგორ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე ექსტრემალურად მაღალი ჰაერის ტემპერატურა და დაბინძურება, რადგან ბევრ განვითარებად ქვეყანაში ჯერ-ჯერობით არ ტარდება შესაბამისი კვლევები. მილიარდობით ადამიანი არის რისკის ქვეშ, რომ სწორედ ასეთი დღეების გამოვლა მოუწევთ მრავალი ათწლეულების მანძილზე, მაგრამ მკვლევარებმა ჯერ ზუსტად არ იციან რამხელაა საფრთხე. რა არის შემდეგი ნაბიჯი? ?იმის შესწავლა თუ რომელი ქვეყანაა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აუცილებელია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პრევენციის ზომების მიღება, რომელშიც მთელი მსოფლიო უნდა მონაწილეობდეს. ?ტეხასის უნივერსიტეტის კვლევების შედეგად, ცხადია რომ კარბონ დიოქსიდის, ნახშირბადის და სხვა დამაბინძურებლების საშუალოდ შემცირებაც კი, ხელს შეგვიწყობს თავიდან ავიცილოთ ყველაზე კატასტროფული შედეგები მომავალში. ?ზომიერი დაბინძურების შემთხვევაშიც კი, ორმაგად სტრესული დღეების რიცხვი გაიზრდება არა 175%-ით როგორც ზემოთ ვახსენეთ, არამედ 58%. ?58%-იანი ზრდაც კი, არ არის იმედისმომცემი, თუმცა ცხადად გვიჩვენებს რამხელა ძალა გვაქვს ადამიანებს მომავალზე. ჩვენი აზრით მსოფლიოს სჭირდება მკვერთი ქმედებები, მაგალითად სიმწვანის შენარჩუნება/შექმნაში მეტი ჩართულობა, განახლებად ენერგიაზე გადასვლა და ა.შ. ჩვენი შთამომავლობა არ იმსახურებს ჭუჭყიან და ცხელ მომავალს!
0