0
ავტომობილის ტექდათვალიერების პირობები გამკაცრდება!!! ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ცვლილება კანონმდებლობაში სექტემბრის ბოლოს შევა და მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნება. ბოლო დროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში თითქმის მუდმივად შედის ცვლილები, რისი მიზანიც ავტოპარკის განახლებაა. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება. ე.წ. "დაშპაკლული" და ნაავარიები მანქანები, თუკი ჩაითვლება, რომ საგზაო უსაფრთხოების რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.
0