0
?Tesla Model 3, თბილისში, „ქარშეარინგით“ შემოდის? 6 Sep 2019 ჯანსაღი მომავლის პროექტის ფარგლებში, „აიქარს“ ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი პროექტი შემოაქვს ქართულ ბაზარზე. ელონ მასკის „ტესლა“ Model 3 უკვე კომპანიის გაზიარების სერვისშია. სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, ნებისმიერ პირს, ვინც მართვის მოწმობას ფლობს, მინიმუმ 2 წელი, შეუძლია, ისარგებლოს ამ სერვისით. „საქართველოს გზებზე „ტესლა“ ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. როცა საუბრობ მომავლის პროექტებზე, გაქვს ამბიცია, შემოიტანო ქვეყანაში ახალი ტრენდები, აკეთო მწვანე ბიზნესი ჯანსაღი მომავლისთვის – „ტესლას“ ელექტრომობილი ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია. დიახ, ჩვენ გვინდა, რომ „ტესლას“ ელექტრომობილები დადიოდეს საქართველოს გზებზე, გარემო დავიცვათ და გავაჯანსაღოთ, დავნერგოთ თანამედროვე ტრენდები, გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში იმ პრობლემატიკის მიმართ, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველია დღეს – გარემოს დაცვა. ვმუშაობთ და ეტაპობრივად ვავითარებთ ბაზარს. წინ კიდევ ბევრი სიახლეა“ – ამბობს „აიქარის“ დირექტორი გიორგი ხუროძე. „ტესლა“ მოდელი 3 2018 წელს შეიქმნა და იგი სრულად ელექტრონულია. ეს არის S და X მოდელების გაუმჯობესებული ვერსია. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, Model 3, აქამდე შექმნილ ელექტრომობილებს შორის, ყველაზე უსაფრთხოა. უსაფრთხოებას მისი დიზაინი განაპირობებს, სადაც მეტალის სტრუქტურა ფოლადის და ალუმინის კომბინაციაა. Model 3 აღჭურვილია ორი ელექტრო ძრავით და ოთხი წამყვანი თვლით. ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, ეს ორი ძრავი ციფრულად მართავს წინა და უკანა თვლებს, რაც არსებითად აუმჯობესებს მართვას და კონტროლს. რაც შეეხება სიჩქარეს, ამ მოდელს შეუძლია ზუსტად 3, 2 წამში 0 – დან 97 -მდე კმ/სთ განავითაროს“. „აიქარის“ პორტფელი „ტესლას“ Model 3-ის 10 ერთეული ელექტრო მობილით შეივსო და ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი. მის გარდა, ამჟამად, ავტოპარკში შემდეგი მარკის მანქანებია: „ნისან ლიფის“, „რენო ზოის“ და „ტესლა“ Model 3.
0