ვანო ჩხარტიშვილი ხაზარაძესთან და ივანიშვილთან შეხვედრაზე

0
“მე ორი სასამართლო მაქვს მოგებული და მე რატომ უნდა მივსულიყავი ბატონ ბიძინასთან და მე რატომ უნდა მეთხოვა შეხვედრის ორგანიზება?! თხოვნა მოდიოდა ხაზარაძის მხრიდან”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე საუბრის შესახებ “ღამის კურიერში” განაცხადა. მისი თქმით, იქ იყო მეგობრული გარჩევა თუ ამას გარჩევა შეიძლება ეწოდოს. ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე პროკურორს ხმაც კი არ ამოუღია. თუ რამე თქვა, გამოდის, რომ პროკურორიც მის საზიანოდ მოქმედებდა. “მე ორი სასამართლო მაქვს მოგებული და მე რატომ უნდა მივსულიყავი ბატონ ბიძინასთან და მე რატომ უნდა მეთხოვა შეხვედრის ორგანიზება?! თხოვნა მოდიოდა ხაზარაძის მხრიდან. ამბობდა, რომ თითქოს ერთ მოსამართლეს ეწერებოდა. ორივე საქმე, “თიბისი ბანკთან” და წისქვილომბინატის საქმე მოსამართლემ ერთი შინაარსის საქმედ ჩათვალა და დაიწყო განხილვა. შეხვედრა, რომელიც შედგა, იყო შეცდომა. იქ მსხდომმა ადამიანებმა ნათლად დაინახეს, ვისკენ იყო სიმართლე. იქ იყო მეგობრული გარჩევა, თუ მას გარჩევას დავარქმევთ. ამ შეხვედრაზე პროკურორს ხმაც კი არ ამოუღია. თუ რამე თქვა, გამოდის, რომ პროკურორიც ჩემდა საზიანოდ ყოფილა. ამ შეხვედრაზე გადაწყვეტილებები არ ყოფილა მიღებული. მოსმენილი იყო ეს ინფორმაცია. მე შეხვედრაზე მისვლა მთხოვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. კიშეხვედრის მიზანი ვიცოდი, რომ ხომ არ შეიძლებოდა ეს საკითხი მოლაპარაკებით. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო სარჩელის გამოტანა, რადგან საბანკო სექტორი საფრთხის წინაშე იყო და მისი რღვევა დაიწყებოდა. არ მინდოდა ამ კრიზისის ინიციატორი ვყოფილიყავი”, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.
0