საოკუპაციო ხაზთან დაკავებული 33 წლის ზაზა გახელაძე ახალგორის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

0
კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული 33 წლის მამაკაცი ახალგორის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, ამის შესახებ დაკავებულის თხოვნით ოჯახს ახალგორიდან ცოტა ხნის წინ აცნობეს. ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ქვემოჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე გამყოფი ხაზის სიახლოვეს სოკოს საკრეფად იყო წასული, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს და ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.
#ოკუპაცია
#კასპი
#დაკავება
#ახალიამბები
0