0
პეტრას ციხე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, მალე ახალი საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი გახდება. ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა ადაპტირებული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, კაფე, საექსპოზიციო ნაგებობები და ავტოსადგომი. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად იქნება ადაპტირებული ტურისტებზე. გაჩნდება ახალი სივრცეები. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
0