გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მხარი დაუჭირეს

0
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო კლუბის - „სან ხოსეს“ ქართველმა ლეგიონერებმა გურამ კაშიამ და და ვაკო ყაზაიშვილმა თანადგომა გამოუცხადეს მცხეთაში გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მეიჯორ ლიგ სოკერის (MLS) პირველ ტურში, „სან ხოსესა“ და „სიეტლის“ მატჩში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და ფეხბურთელებს უფლება მისცეს, თავიანთ მაისურებზე, გვარისა და ნომრის ქვეშ, ნებისმიერი ადამიანის სახელი მიეწერათ. საქართველოს ნაკრების წევრებმა არჩევანი გიორგი შაქარაშვილზე შეაჩერეს. „ამ მძიმე პერიოდში, მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს“, - დაწერა ყაზაიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე. ანალოგიური განცხადება გაავრცელა კაშიამ ინსტაგრამით. https://www.radiotavisupleba.ge/a/30720976.html
#ახალი_ამბები
#twitter
0