ცნობილმა ფინელმა მსახიობმა, პანდემიის კრიზისის დასაძლევად, ხაჭაპურის ცხობა დაიწყო

0

ხუთი-ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქალაქ ჰელსინკიში, ფინელმა მსახიობმა ქართული რესტორანი “პურპური” გახსნა. საქართველოსა და ქართულ სამზარეულოზე უზომოდ შეყვარებული ვილე ჰააპასალო ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია ფინეთში. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყო მოგზაურობა, მოიძია ქართული სამზარეულოს რეცეპტები, ატარებდა მასტერკლასებს და წიგნიც კი გამოსცა ქართულ კულინარიაზე, ფინურ ენაზე, სახელწოდებით “გემრიელი მოგზაურობა საქართველოში”. პანდემიამდე, ვილე აქტიურ პოპულარიზაციას უწევდა ქართულ კულტურასა და რესტორან “პურპურს”, სადაც უკვე სამი წელია, სამზარეულოს შეფი თორნიკე ბოკუჩავა უძღვება. თუმცა, პანდემია ფინეთსაც შეეხო – დაიხურა რესტორნები და მათ შორის, “პურპურიც”. “ეს იდეა ვილეს მაშინ მოუვიდა, როდესაც ფინეთში ყველაფერი დაიკეტა და ხალხი უმუშევარი დარჩა. ფინეთში ასე ხდება – როდესაც ადამიანი უმუშევარი რჩება, ის სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ხდება, სანამ კვლავაც არ დასაქმდება. ეს რომ აერიდებინა თავიდან და რესტორნის ბიზნესი კვლავ ფეხზე წამოეყენებინა, გადაწყვიტა ქართული სამზარეულო Fast Food-ის სახით შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის. ამიტომ, მოიფიქრა, სახაჭაპურე გაეხსნა იმ ქალაქში, სადაც თვითონ გადიოდა კარანტინს და თავად ემუშავა იმ სახაჭაპურეში. დაურეკა თორნიკეს და ისიც გვერდით დაუდგა.”

#ხაჭაპური #ფინეთი
#ქართულიადაკარგია
#ქართულისამზარეულო #ტრადიციულიხაჭაპური
Tbilisi
#ახალიამბები
0