ბრძოლა განათლებით დაიწყო!- აიჰან გასანოვის ბლოგი

0
განათლების მიღება ძილისგან გამოგაღვიძებს. ეს უცხო, მაგრამ ყველაფრისმომცემი, ლამაზი გამოცდილებაა. სამი წლის ასაკიდან კითხვა შემიძლია, უფრო სწორად, სამი წლის ასაკში უფროსები მიხვდნენ, რომ ვკითხულობდი. ბავშვობიდან, რამდენიმე ნატვრა მახსოვს, რომელიმე კუნძულზე ლამაზი ბაბუა რომ მასწავლიდა კითხვას. ალბათ მაშინ ვისწავლე - სხვა არჩევანი არ იყო. ასე გვიხსნის კითხვის სწავლის არაჩვეულებრივ გრძნობას მ. ფრაი: სადმე თუ განათლებული ქალი მხვდება, ძალიან მიხარია, ძლიერ ქალად აღვიქვამ მას. ღმერთის გარდა არავისი რომ არ ეშინია, რადგან შიშისთვის მიზეზიც არ აქვს. ასეთია ძლიერი ქალის მაგალითი. საკუთარი ცხოვრებით დაკავებული, საკუთარი ოცნებებისთვის მებრძოლი, პრობლემების დროს საკუთარი თავის იმედის ქონა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი! ქალს განათლება ამისთვის სჭირდება. მან განათლება უნდა მიიღოს იმისთვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში თავად შეძლოს ბრძოლა და არა იმისთვის, რომ სხვებმა თქვან, მას დიპლომი აქვსო. რა თქმა უნდა, ქალის ფუნქცია მარტო დედობა არ არის, მაგრამ დედობა ერთ-ერთი ფუნქციაა. ქალი რომ დედაა, იმას არ ნიშნავს, რომ თუ ქალი დედა არ არის მაშინ, საზოგადოებამ იგი არ უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, ქალი დედა გახდება თუ არა, ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. ჩვენ დისკრიმინაციაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს მოსაზრება თავისთავად დისკრიმინაციაა. ჩვენ გვინდა, რომ ქალი დედაც იყოს, განათლებულიც, ფიზიკურად და შინაგანად ძლიერი იყოს, იგრძნოს წარმატების ძალა. როცა დედა გახდება, შვილებთან გასაზიარებლად გამოცდილება ჰქონდეს, მათ ასწავლოს ბრძოლა, ოცნებებისთვის ბრძოლა, რამდენიმე დამარცხების მიუხედავად, ისევ ფეხზე წამოდგომა, რათა იმ ოცნებების ასახდენად ისევ იბრძოლოს, წარმატება შეიგრძნოს. ბავშვების გვერდით უცხო პირივით კი არა, თავის დროზე იგივე სირთულეებგავლილი ადამიანივით დადგეს. საზოგადოება, რომელიც ამბობს, რომ გოგო თუ მიიღებს განათლებას, მეცნიერი არ გახდებაო, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ ყველა განათლებული ადამიანი მეცნიერი არ ხდება, ან ყველა განათლებას იმისთვის არ იღებს, რომ მეცნიერი გახდეს. "გოგოებო, მიიღეთ განათლება, თორემ ქორწილში ნაჩუქარი ოქროებით, ქმრის განვადებით შეძენილი ავეჯით, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იხდის, უნდა იამაყოთ და ისეთი ადამიანები გახდებით, რომლებიც თვლიან, რომ მზვითევი ყველაზე ძვირფასი ნივთებია. გარეთ რომ ცხოვრება მდინარესავით ჩქეფს, თქვენ იმ მდინარეში ქვასავით ყოველთვის ერთი და იგივე ადგილას დარჩებით" - თურქი მომღერალი ნილ კარაიბრაგიმგილ.
#ქალთაუფლებები
#მარნეული
#MarneuliDaily
წყარო ; ფანჯარა
#ახალიამბები
0