ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა 2018 წელს კიბერშეტევა განახორციელა რუსეთის „ტროლების ფაბრიკაზე“

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაზეთ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ 2018 წელს კიბერთავდასხმის ბრძანება გასცა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ინტერნეტ-კვლევების სააგენტოზე, რომელიც „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი. ასეთი თავდასხმის შესახებ ადრეც გავრცელდა ცნობა, მაგრამ აქამდე აშშ-ის ოფიციალურ პირებს ეს ფაქტი არ დაუდასტურებიათ. აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ „ტროლების ფაბრიკა“ ერეოდა როგორც 2016 წლის საპრეზიდენტო, ისე კონგრესის 2018 წლის შუალედურ არჩევნებში. ტრამპის თქმით, მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯერ კიდევ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იყო ინფორმირებული სამზადისში მყოფი რუსეთის მანიპულაციების თაობაზე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. დონალდ ტრამპმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ მას არ სურს ნატოდან აშშ-ის გამოყვანა. „არა, არ მინდა გამოყვანა. მაგრამ მინდა, რომ ისინი (ნატოელი მოკავშირეები) იხდიდნენ თავიანთ სამართლიან წვლილს“- განაცხადა დონალდ ტრამპმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30721076.html
#ახალი_ამბები
#twitter
0